გერგეტის აკლდამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერგეტის აკლდამა — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ობელისკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0.4 კილომეტრზე. 1972 წელს შეისწავლა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი ღამბაშიძე). თარიღდება შუა საუკუნეებით. აკლდამა გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია. ნაგებია ქვიშაქვის დიდი ქვებით. წყობა მშრალია. გადახურულია ფიქლით. აკლდამა გაძარცვული იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]