გეორგ ოტსი
გეორგ ოტსი | |
---|---|
გეორგ ოტსი 1958 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | გეორგ ოტსი |
დაბ. თარიღი | 21 მარტი 1920 |
დაბ. ადგილი | პეტროგრადი |
გარდ. თარიღი | 5 სექტემბერი, 1975 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | ტალინი |
დასაფლავებულია | მეტსაკალმისტუ |
საქმიანობა | მომღერალი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სსრკ-ის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, Baltic Star, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი და Estonian SSR Merited Artist |
გეორგ ოტსი ვიკისაწყობში |
გეორგ ოტსი (ესტ. Georg Ots; დ. 21 მარტი, 1920, პეტროგრადი — გ. 5 სექტემბერი, 1975, ტალინი) — ესტონელი მომღერალი, ბარიტონი. სსრკ სახალხო არტისტი (1960), სკკპ წევრი 1946 წლიდან. მომღერალ კაარელ ოტსის შვილი.
1951 წელს დაამთავრა ტალინის კონსერვატორია ტიიტ კუუზიკის კლასით. 1944 წელს სწავლა დაიწყო ტალინის მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც ექსტერნით 2 წელიწადში დაასრულა. 1944 წლიდან გუნდის არტისტია, 1945 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის — „ესტონეთის“ სოლისტი. მისთვის ერთნაირად იყო ახლოს ოპერა, ოპერეტა, კამერული მუსიკა, საბჭოთა კომპოზიტორების სიმღერები. შექმნა სხვადასხვა ხასიათის იერი, მათ შორის: ონეგინი (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950), მალატესტა (გაეტანო დონიცეტიის „დონ პასკუალე“), რიგოლეტო, იაგო (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“, „ოტელო“), თავადი ლევანი (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), მეელისი (ვილემ კაპის „ლემბიტუ“), ოლეგ კოშევოი (იულიი მეიტუსის „ახალგაზრდა გვარდია“), დანილო (ფერენც (ფრანც) ლეჰარი „მხიარული ქვრივი“), ტასილო (იმრე კალმანის „მარიცა“) და სხვა.
იღებდნენ კინოში, აღსანიშნავია ფილმები „შუქი კოორდში“ (სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) და „მისტერ იქსი“, აგრეთვე ფილმი-ოპერა „დემონი“. 1968 წელს საკონცერტო პროგრამებისთვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში.
1972 წელს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გადაიტანა 8 ოპერაცია და თვალის ამპუტაცია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა მუშაობას. გარდაიცვალა 1975 წლის 5 სექტემბერს, 55 წლის ასაკში. დაკრძალულია ტალინში, მეტსაკალმისტუს პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ესტონეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1953)
- ესტონეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1956)
- სსრკ სახალხო არტისტი (1960)
- მეორე ხარისხის სტალინური პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში (1950) — პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინში“ მთავარი პარტიის შესრულებისთვის
- მესამე ხარისხის სტალინური პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში (1952) — პაულ რუნგეს როლის შესრულებისთვის ფილმში „შუქი კოორდში“.
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1968) — საკონცერტო პროგრამებისთვის 1965-1966 და 1966-1967 წლებში
- ესტონეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1975)[1]
- ლენინის ორდენი (1970)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (1956)
- ორდენი საპატიო ნიშანი (1950)
- მედალი „ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად“
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გეორგ ოტსი“ ვიკისაწყობში.
- გეორგ ოტსი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- გეორგ ოტსი — ცნობები (ინგლისური)
- გეორგ ოტსი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- ესტონელი საოპერო მომღერლები
- დაბადებული 21 მარტი
- დაბადებული 1920
- გარდაცვლილი 5 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1975