გეორგიოს კარაგუნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგიოს კარაგუნისი
Karagounis 2008.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
6 მარტი, 1977 (1977-03-06) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
პირგოსი, საბერძნეთი
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1996-2003 პანათინაიკოსი 118 (25)
1996–1998 აპოლონ სმირნი 55 (9)
2003–2005 ინტერნაციონალე 21 (0)
2005–2007 ბენფიკა 45 (3)
2007–2012 პანათინაიკოსი 133 (16)
2012–2014 ფულემი 39 (2)
ეროვნული ნაკრები
1996-1999 საბერძნეთი 21 წლ. 39 (77)
1999-2014 საბერძნეთი 139 (10)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 23 მაისი, 2014.

გეორგიოს კარაგუნისი (ბერძნ. Γιώργος Καραγκούνης დ. 6 მარტი, 1977, პირგოსი)— ბერძენი ფეხბურთელი, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2009-2014 წლებში, ევროპის ჩემპიონი. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. გამოირჩეოდა შორეული და საჯარიმო დარტყმებით. კარიერის მანძილზე თამაშობდა სხვადასხვა კლუბებში: „პანათინაიკოსში“, „ინტერში“, „ბენფიკასა“ და „ფულემში“.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 წლის ასაკიდან ის საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, სადაც 111 მატჩი ითამაშა. 1998 წელს საბერძნეთის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები.

კარაგუნისის დებიუტი ნაკრებში შედგა 1999 წლის აგვისტოში სალვადორის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში. მონაწილეობა მიიღო ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე, სადაც გაიტანა ჩემპიონატის პირველი გოლი პორტუგალიის კარში. მატჩი საბერძნეთმა 2-1 მოიგო, იმ წელს კი კარაგუნისი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მონაწილეობა მიიღო 2005წლის კონფედერაციის თასზე, ევროპის 2008 და 2012 წლების გათამაშებებში. ამ ჩემპიონატზე კარაგუნისმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი გადამწყვეტ მატჩში რუსეთის წინააღმდეგ, რითაც საკუთარი გუნდი ტურნირის მეოთხედფინალში გაიყვანა. ასევე მონაწილეობდა 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე.

კარაგუნისს 15 წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა და მას საბერძნეთის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 139 მატჩი აქვს ჩატარებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]