გეორგინა
გეორგინა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Dahlia | ||||||||||
|
გეორგინა, დალია (Dahlia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს გორგლისებრ გამსხვილებული ფესვები 35-200 სმ სიმაღლის ღრუ ღერო, მოპოროსპირედ განლაგებული ფრთისებრი ან სამმაგ ფრთისებრი ფოთლები, კალათა ყვავილედი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის მრავალი მილისებრი და ენისებრი ან მხოლოდ ენისებრი ყვავილისაგან შედგება.
გეორგინის დაახლოებით 15 სახეობა ველურად იზრდება მექსიკასა და გვატემალაში. ჰიბრიდიზაციით მიღებულია მისი 8 ათასზე მეტი ჯიში. ყვავილედის ტიპების მიხედვით ბაღის გეორგინები სამ ჯგუფად იყოფა: არაბუთხუზა, ნახევრად ბუთხუზა და ბუთხუზა.
დეკორატიულ მებაღეობაში გეორგინას იყენებენ მარტოული ან მასობრივი რგვისათვის, ყვავილწნულებში და სხვა; ამრავლებენ კალმით, გორგლის დაყოფით, თესლით. გეორგინა ბევრ ყვავილს იკეთებს, კარგად ხარობს განათებულ ადგილებსა და განოყიერებულ ნიადაგებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 87.