გეორგიკა (კრებული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „გეორგიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გეორგიკა.

„გეორგიკა“ბიზანტიელ მწერალთა ცნობების კრებული საქართველოს შესახებ (8 წიგნად); გამოქვეყნდა 1934-1970 წლებში. ტექსტები, ქართული თარგმანითურთ, გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა (I ტომის მასალის მომზადებაში მონაწილეობდა ა. გამყრელიძე). თემატურად "გეორგიკა" აშუქებს შემდეგ საკითხებს: ქართველთა წარმომავლობისა და მათი გაქრისტიანების ისტორია, რიტორიკული სკოლა კოლხეთში, პეტრე იბერიელის მოღვაწეობა, დიდი ომიანობა ლაზიკაში, ქართველ ბაგრატიონთა წარმომავლობა და მოღვაწეობა, საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობა, თურქ-სელჩუკთა აგრესია და ბრძოლა მის წინააღმდეგ, ტრაპიზონის სამეფოს შექმნა და ქართველთა ბრძოლა იქ გავლენის შენარჩუნებისათვის და ა. შ.

ბიზანტიელ მწერალთა ცნობების ერთი ნაწილი ისეთ მოვლენებს ეხება საქართველოს ისტორიიდან, რომელთა შესახებ სხვა წყაროებში არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. მეორე ნაწილს კი მნიშვნელობა აქვს ქართულ, სომხურ, არაბულ და სხვა წყაროების შესამოწმებლად. გარკვეული ტენდენციურობის მიუხედავად, ბიზანტიელ ავტორთა ცნობები წარმოადგენს ძვირფას წყაროს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]