შინაარსზე გადასვლა

გენოვაიტე საბალიაუსკაიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გენოვაიტე საბალიაუსკაიტე (ლიეტ. Genovaitė Sabaliauskaitė) (დ. 2 აპრილი, 1923, კაუნასი, ლიეტუვა — გ. 23 ივნისი, 2020, მანჰაიმი, გერმანია) — ლიეტუველი ბალეტის მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1964).

1934-1938 წლებში სწავლოდა კაუნასის საბალეტო სტუდიაში. 1942 წელს დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1938-1968 წლებში ხანგამოშვებით იყო კაუნასის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1952 წლიდან ვილნიუსში იყო ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული განყოფილების უფროსი. 1970-1971 წლებში სანტიაგოში ჩილეს ეროვნული ბალეტის ბალეტმეისტერ-პედაგოგი.