გელგელუკის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გელგელუკის ჭა)
გელგელუკის ჭა
კოორდინატები: 43°12′06″ ჩ. გ. 40°20′44″ ა. გ. / 43.201806° ჩ. გ. 40.345639° ა. გ. / 43.201806; 40.345639
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გაგრის მუნიციპალიტეტი
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები ცარცულ-პალეოგენური
გელგელუკის მღვიმე — საქართველო
გელგელუკის მღვიმე
გელგელუკის მღვიმე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გელგელუკის მღვიმე

გელგელუკის მღვიმე, გელგელუკის ჭაკარსტული წარმონაქმნი აფხაზეთში, არაბიკის მასივზე, მდინარე სანდრიფშის აუზში (გელგელუკის ხეობა), ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე.

გამომუშავებულია ქვედაცარცულ მასიურ კირქვებში. წარმოადგენს ვერტიკალური ჭებისა და მათი შემაერთებელი ძლიერ დახრილი ვიწრო და მაღალი დერეფნების სისტემას; სხვადასხვა დონეზე გამოეყოფა განშტოებები. მიწისქვეშ გაედინება ძლიერ მერყევი რეჟიმის მქონე ნაკადული. გამოკვლეული ნაწილის სიღრმეა 162 მ, ჯამური სიღრმე — 560 მ, მოცულობა — 84000 მ³. ვარაუდობენ, რომ გელგელუკის ჭა მის მახლობლად მდებარე ილიუხინის სახელობის კარსტული მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია.

მღვიმეში ბინადრობს მრავალფეხიანები: მატლი - Diptera, ხოჭოებიდან Trechini და სხვ. ადვილი შესაღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.
  • ტატაშიძე (ტინტილოზოვი) ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.