გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
თარგი:Lang- Politechnika Gdańska
Logo Pg en.jpg
Gmach glowny pg.jpg
დაფუძნდა 6 ოქტომბერი, 1945 (1904)
ტიპი სახელმწოფო
რექტორი ჰენრიკ კრავჩიკი
სტუდენტი 25 000
მისამართი ნარუთოვიჩის ქუჩა 11/12, გდანსკი, პოლონეთში
ქალაქი გდანსკი
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
ტელეფონი კანცელარია - +48 58 347 2042; +48 58 347 2828
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1]
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი — პოლონეთი
გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
საიტი

გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლ. Politechnika Gdańska) — სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთში, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი უნივერსიტეტი 100 წლის მქონე ტრადიციით. კურსდამთავრებულთა დიპლომები აღიარებულია ყველა ევროკავშირის ქვეყანაში, სწავლების ენებია: პოლონური და ინგლისური, სასწავლო წელი გრძელდება ოქტომბრიდან ივნისამდე. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტში არის: 9 ფაკულტეტი, 26 000 სტუდენტი, 1283 თანამშრომელი, 12 საგანმანათლებლო პროგრამა ინგლისურ ენაზე, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო 3 პროგრამა, 500-ზე მეტი ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.

გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს XIX საუკუნის ტრადიციების და თანამედროვე შენობების არქიტექტურის ულამაზეს შეთავსებას. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს საერთაშორისო თანამშრომლობას. აგრეთვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებით სტუდენტების გაცვლის და სხვა უნივერსიტეტ — პარტნიორებთან გამოცდილების საშუალებით მიისწრაფის უნივერსიტეტის გარემოს ინტერნაციონალიზაციისკენ. გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არა მხოლოდ უნივერსიტეტის და ქვეყნის დონეზე ახდენს საკუთარი პროექტების რეალიზებას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც, რომელთა უმეტესი ნაწილი ფინანსდება ევროკავშირის ფონდის საერთაშორისო პროგრამების წყალობით.

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გდანსკი პომორიეს დედაქალაქი, წყნარი მშვიდი ამინდებით და მომხიბლავი კულტურული აგლომერაციით წარმოადგენს ტრუიმიასტოს. სამ ქალაქს შორის არსებული ახლო უთიერთობების წყალობით სტუდენტებს მეტი საშუალება აქვთ მიიღონ განათლება ევროპის დონეზე, განავითარონ საკუთარი ინტერესები და სრულფასოვნად გაატარონ თავისუფალი დრო. გდანსკში არის დიდი ბალტიის ზღვის პორტი. მრეწველობის ცენტრი, კერძოდ ნავთობპროდუქტების და საინჟინრო ცენტრი (განვითარებულია გემის მშენებლობა და გემის შეკეთება). გდანსკში წარმოიშვა დამოუკიდებელი გემის მშენებლობის პროფკავშირი „სოლიდარობა“, რომელმაც ხელი შეუწყო კომუნისტური ძალაუფლების დაყოფას მთელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

უნივერსიტეტის ქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ქალაქი გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს XIX საუკუნის ტრადიციების და თანამედროვე შენობების არქიტექტურის ულამაზეს შეთავსებას. აქ, დინამიურად ვითარდება ინფრასტრუქტურა, რომლის შედეგებად წარმოგვიდგებიან კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრები:

მენეჯმენტი და ეკონომიკა
  • ნანოტექნოლოგიის ცენტრი
  • ცენტრი - პომორსკის
  • მათემათიკის მოსამზადებელი და დისტანციური სწავლების ცენტრი ინტერნეტის საშუალებით.
  • ტრუიმეისკის აკადემიური კომპიუტერული ქსელის ინფორმატიზაციის ცენტრი.
  • მეცნიერების და ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი
  • უნივერსიტეტის სპორტულ ცენტრს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს 38 მიმართულება პოლონურ ენაზე და 12 პროგრამა ინგლისურ ენაზე (მისი საფეხურებია: საბაკალავრო/საინჟინრო, სამაგისტრო)
არსებობს 9 ფაკულტეტი:

ლომის ქანდაკება კამპუსში
  • არქიტექტურა
  • ქიმია
  • ელექტრონიკა, ტელეკომუნიკაცია და ინფორმატიკა
  • ელექტროტექნიკა და ავტომატიკა
  • თეორიული ფიზიკა და გამოყენებითი მათემატიკა
  • სახმელეთო საინჟინრო და გარემოს დაცვა
  • მექანიკა
  • ოკეანის ტექნიკა და გემების მშენებლობა
  • მენეჯმენტი და ეკონომიკა

ყველა ფაკულტეტზე, გარდა არქიტექტურის ფაკულტეტის (I საფეხურისა) სემესტრში, სწავლების გადასახადი იწყება 1000 ევროდან, მისაღები გამოცდების გარეშე. სწავლება არის ინგლისურ ან პოლონურ ენაზე. უნივერსიტეტში სტუდენტებს შეუძლიათ ჩაეწერონ უცხო ენების კურსებზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, შვედური, იაპონური და პოლონური.

უნივერსიტეტის სპორტული ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის რომ, სტუდენტებმა საკუთარი თავი შეინარჩუნონ სპორტულ ფორმაში და დაიცვან წონასწორობა ფიზიკურ დატვირთვასა და სპორტულ კულტურას შორის რეგულარულად აკითხავენ უნივერსიტეტის სპორტულ ცენტრს. გაკვეთილები ტარდება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის, კერძო ფირმების თანამშრომლებისთვის და უბრალოდ ქალაქის მოსახლეობისთვის. სასწავლო სპორტულ ცენტრში არის:

  1. კომპლექსი ბასეინებით, კლდეზე ცოცვის კედელი
  2. სპორტული დარბაზი ჯგუფური თამაშებისთვის, ტენისის კორტები
  3. პლიაჟის ფრენბურთის მოედნები, აკადემიური ნიჩბოსნის ტრენაჟორები
  4. ფიტნეს კლუბი, აერობიკა

20-ზე მეტი სპორტული სექცია: საცურაო, ათლეტიკის, ძიუდოს, კალათბურთის, ფეხბურთის, დიდი და სამაგიდო ტენისის. ძალზედ პოპულარულია ტურისტული ლაშქრობები, სამთო და სანაოსნო სპორტი.

საცხოვრებელი და კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გდანსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის 11 საერთო საცხოვრებელში არის დაახლოებით 2 800 ადგილი მოსახერხებელი ადგილმდებარეობით, სასწავლო კორპუსებთან ახლოს. უნივერსიტეტის ქალაქი მდებარეობს ქალაქის რაიონის ღირსშესანიშნავ ადგილას, ძალზედ ადვილია იქ ტრამვაით მოხვედრა (მთავარი რკ. სადგურიდან მხოლოდ 9 წუთია საჭირო), მიწის ზედა მეტროს საშუალებით (მთავარი რკ. სადგურიდან - 4 წუთი), მანქანით ან ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებით — ველოსიპედით. საერთო საცხოვრებელში გარდა ინტერნეტის თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და კარგი პირობებისა არსებობს ჯიხურები, მაღაზიები, ფიტნეს კლუბები, სტუდენტური სასადილოები და ბისტრო.

  • დაახლოებითი ხარჯები დარჩენაზე თვეში არის: 1000-1200 პოლონური ზლოტი. პლნ
  • ცხოვრება საერთო საცხოვრებელში 390-700 პოლონური ზლოტი. პლნ
  • კვება 300-400 პოლონური ზლოტი. პლნ
  • ტრანსპორტი ( მგზავრობა თვეში) 45 პოლონური ზლოტი. პლნ
  • გართობა 50-200 პოლონური ზლოტი. პლნ

ერასმუს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გდანსკის ერასმუს სტუდენტების ქსელი (ესქ) არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, იგი ზრუნავს საზღვარგარეთის სტუდენტების ინტეგრაციის შესახებ, ეხმარება მათ ახალი გარემოს ათვისებაში, რომლებიც უკავშირდება უცხო ქვეყანაში მოხვედრისას პირველი პრობლემის გადაჭრას, მხარს უჭერს მათ ინფორმაციულად, განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში. მთავარი ლოზუნგი: „სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს“! გდანსკის (ექს) ქსელი აგრეთვე რეალიზებას უწევს საერთაშორისო პროექტებს: Discover Europe, Each one Teach One, ESN card, Hel(L) SuRFin, Mentor Programme , Orientation Week, itp.

საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გდანსკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიოს ყველა კუთხიდან რეგულარულად სტუმრობენ საერთაშორისო დელეგაციები და სტუმრები. აქ სწავლობს 30 მეტი ქვეყნის სტუდენტი. ყველაზე მეტი სტუდენტია ესპანეთიდან, თურქეთიდან,ჩინეთიდან, რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან და ბელარუსიდან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://eua.eu/about/member-directory.html