ჯანო იზორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯანო იზორია
დაბადების სახელი ჯანო იზორია
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1980 (1980-05-18) (42 წლის)
გალის რაიონი, ოტობაია
აქტიური 2005-დღემდე

ჯანო იზორია — (დ. 18 მაისი, 1980, გალის რაიონი, ოტობაია, აფხაზეთი, საქართველო) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანო იზორია დაიბადა 1980 წლის 17 მაისს. აფხაზეთში, გალის რაიონის, სოფელ ოტობაიაში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი - კინოსამსახიობო ფაკულტეტი.

2005 წლიდან მუშაობს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. მსახიობი გარდა ფოთის თეატრისა თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან.

მისი მნიშვნელოვანი როლები - ილიაუნის თეატრი: ჯუზეპე „ოპერა მაფიოზო“, რეჟისორი გაგა გოშაძე; ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: ექიმი პოლიაკოვი „მორფი“, რეჟისორი ირაკლი გოგია, ბაბუა - „ზვავი“, რეჟისორი გაგა გოშაძე, გენრიხი „451 გრადუსი ფარენგეიტი“, რეჟისორი ზურაბ ბეგლარიშვილი, „ყვითელი დღეები“ რეჟისორი დავით მღებრიშვილი, „ვირთხებზე ნადირობა“ რეჟისორი რალფ ზიბელტი; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სალიერი „Agnus Dei“, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, ადვოკატი „კრამერი კრამერის წინააღდმეგ“ რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, რაბინი „ურიელ აკოსტა“ რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი. ჯანო იზორია ასევე ნათამაშები აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზეც აფხაზი ბიჭის როლში სპექტაკლ „თავისუფლების შუაღამე“, რომლის რეჟისორიც არის გოგა მაისურაძე.

ჯანო იზორიას აქვს ნათამაშები ქართულ ცნობილ ფილმებში, მათ შორის: „არის ასეთი ქვეყანა“ (2003 წელი); „მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი“ (2008 წელი); გაღმა ნაპირი მისი ერთ-ერთი გამორჩეული როლი სადაც ის ასრულებს ინაგულის როლს; მსახიობის კიდევ ერთი ცნობილი ფილმია „კომა“ - ბესოია; „სახლი გზაჯვარედინზე“; ლტოლვილი ბიჭი - „შემთხვევითი პაემნები“; მხედრიონელი ბიჭის როლი - ნანა ექვთიმიშვილის ფილმში გრძელი ნათელი დღეები; მოირა; „ცუდი ხალხი“; „ჰორიზონტი“ (2018 წელი). ჯანო იზორიას ერთ-ერთი გამორჩეული როლია აფხაზი ჯარისკაცი, მხატვრულ ფილმ მანდარინებში, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე; ასევე გრიგოლის როლი – სერიალ „ტიფლისი“, რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი.

2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო ასევე, სატელევიზიო შოუში - „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

2019 წელს კანადაში მსახიობი Redline International Film Festival-ის ერთ-ერთი გამაჯვებული გახდა. ფესტივალზე გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ იყო წარდგენილი სამ ნომინაციაში, სამივე პრიზი ამ ფილმა მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი – ვახო ჩაჩანიძე გახდა; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კი ჯანო იზორია.

აღნიშნული Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ნომინაციაში კინემატოგრაფისტებს წარადგენს და შემდეგ კი მათგან საუკეთესოებს აჯილდოვებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]