შინაარსზე გადასვლა

გარუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარუ

გარუ 2006 წლის 3 ივნისს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პიერ გარანი
დაბ. თარიღი 1972 წლის 26 ივნისს
დაბ. ადგილი შერბრუკი
წარმოშობა შერბრუკი, კვებეკი, კანადა)
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო, გიტარა
აქტიური 1997 წლიდან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Music Canada
საიტი www.garouland.com
გარუ ვიკისაწყობში

გარუ (იგივე პიერ გარანი დ. 26 ივნისი, 1972, შერბრუკი, კვებეკი, კანადა) — ფრანგულენოვანი მომღერალი კანადიდან.

პიერ გარანი თავდაპირველად მღეროდა შერბრუკის ღამის ბარებში ამერიკულ ბლუზს. მას შემდეგ, რაც ლუკ პლამონდონმა აღმოაჩინა იგი და შეარჩია კვაზიმოდოს როლზე თავის მიუზიკლში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მისგან ვარსკვლავი შექმნა. მიუზიკლში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, მან სახელი გაითქვა პოპ მუსიკოსმა კანადაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მისი ოდნავ ჩახლეწილი და ვაჟკაცური ხმა ხიბლავს მსმენელს და უფრო მეტიც, დღესდღეობით მას ბევრი მიიჩნევს სექს-სიმბოლოდ. 2000 წელს გარუმ ჩაწერა დუეტი სელინ დიონთან, ხოლო როცა წერდა თავის ალბომს ინგლისურენოვანი მსმენლისთვის იგი დაუკავშირდა რობ ტომასს და მასთან ერთად ჩაწერა სიმღერა "Stand Up", ხოლო 2006 წელს "First Day of My Life", რომელიც მთელს ევროპაში ჰიტად იქცა სპაიზ გერლზის ყოფილ წევრ მელანი სი-სთან ერთად.

გარუს ჰყავს ქალიშვილი თავის ყოფილ მეგობარ გოგონასთან, მოდელ ულრიკასთან. ამჟამად კი ხვდება ფრანგ მომღერალ ლორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარუ“-დან