გარიყულის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარიყულის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში, გარიყულას ხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აღმოჩნდა რამდენიმე ქვაყუთი, დიდრონი, უხეშად ნათალი ფილაქვებით შედგენილი ინდივიდუალური სამარხები. მიცვალებულები დაკრძალულია უინვენტაროდ, გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]