ახალი ქალაქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევიტაუნი, პენსილვანია, 1959.

ახალი ქალაქი — ქალაქების ან კომუნების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნებით იქმნება მოკლე დროში ნაკლებად დასახლებულ ან საერთოდ დაუსახლებელ ადგილას. რამდენიმე წლის შემდეგ იგი კარგავს სიახლეს და ხდება ჩვეულებრივი ქალაქი, რომლის სახლეწოდებაში ზოგჯერ ნარჩუნდება სიტყვა "ახალი".

ანტიკური ხანა[რედაქტირება]

ანტიკურ ხანაში ქალაქების გაშენება უკავშირდებოდა ცივილიზაციათა ტერიტორიულ გაფართოებას. ახალ ქალაქებს, კოლონიებს აგებდნენ ახალ ტერიტორიებზე დასასახლებლად. ბევრი ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აუზში სწორედ ამ გზით შეიქმნა ბერძნების(მცირე აზია, იტალია, სიცილია...), კართაგენლებისა (ჩრდილოეთ აფრიკა, იბერიის ნახევარკუნძული) და რომაელების (ჩრდილოეთ აფრიკა, გალია...) მიერ. ამ ქალაქებს შორისაა:

შუა საუკუნეები[რედაქტირება]

ფეოდალურ ხანაში საკუთარ სამფლობელოებში ახალი ქალაქების აგება ფეოდალისთვის ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების საშუალება იყო. საფრანგეთში ამგვარი გზით აგებული ბევრი ქალაქი დღესაც შეიცავს სახელწოდებებში სიტყვას "ახალი": villeneuve, Villenouvelle, Neuville. ზოგჯერ ახალ ქალაქებში მოსახლეობის მომრავლების მიზნით აქ დასახლებულებს ფეოდალი ფინანსურ შეღავათებსასც აძლევდა.

რენესანსი და განმანათლებლობა[რედაქტირება]

შუა საუკუნეების შემდგომ ევროპაში ხელისუფლება თანდათან ცენტრალიზებას განიცდის. მას უკვე სჭირდება ვრცელი ტერიროტიების გაკონტროლება და ამ ტერიტორიებზე ურბანული ქსელების ორგანიზება, რაც მათ ძალაუფლებას გაამყარებს. ამიტომ იქმნება ახალი ქალაქები სტრატეგიულად მიჩნეულ რეგიონებში. ამგვარი ქალაქების სახელწოდებები უმრავლეს შემთხვევაში შემკვეთების სახელს ატარებს:

ამერიკა[რედაქტირება]

ესპანელების, პორტუგალიელების, ფრანგების, ინგლისელებისა და ჰოლანდიელების მიერ ამერიკის კოლონიზაციას მოჰყვება ახალი ქალაქების შექმნა. ისინი ხშირად ატარებენ მეტროპოლიტენის (კართაგენი კოლუმბიაში, ახალი ორლეანი, ახალი ემსტერდამი), დამაარსებლის ან რომელიმე პერსონის სახელს.

ინდუსტრიული რევოლუცია[რედაქტირება]

XIX საუკუნეში ახალი ქალაქები დიდი სისწრაფით ვითარდება, რისი მიზეზებიც უფრო ეკონომიკურია ვიდრე პოლიტიკური. ეს განსაკუთრებით ეხებოდა იმ ტერიტორიებს , სადაც დიდი მაღაროები არსებობდა. აქ ხდებოდა ქალაქების გაშენება მაღაროელთა დასასახლებლად. ამგვარი ქალაქები არის გერმანიაში რურის აუზში, საფრანგეთში ცენტრალურ მასივში და ა.შ. მეორე იმპერიის პერიოდში პარიზის დასავლეთით შარლ დე მორნისმიერ აგებულ იქნა ქალაქი-ბაღი ლე ვეზინე.

თანამედროვე ახალი ქალაქები[რედაქტირება]

1960-იანი წლებიდან ზოგიერთი ქვეყნის სწრაფი ურბანიზაცია ხელისუფლებას აიძულებს დიდი აგლომერაციების შექმნას პერიფერიებზე მდებარე ქალაქებით, რაც ამცირებს ცეტრალიზებას და ქალაქებს მულტიპოლარულს ხდის. ამგვარი პოლიტიკა გატარებულ იქნა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

საფრანგეთში ახალი ქალაქების მამად მიჩნეულია პოლ დელუვრიე, პარიზის რეგიონის რწმუნებული 1961-1969 წლებში. გავრცელდა ასევე ქალაქი ბაღის იდეა, რომელიც განავითარა ებენეზერ ჰოვარდმა.

ბევრი წმინდა ინდუსტრიული სახის ახალი ქალაქი შეიქმნა სოციალისტურ ქვეყნებშიც. ეს ქალაქები ევროპის მაღაროელთა ქალაქების მსგავსად იქნა აგებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]