გარბანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გარბანის ეკლესია — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გარბანში. მდებარეობს სოფლის ზემოთ ტერასებზე ნასოფლარ გარბანას ტერიტორიაზე. ძეგლი ერთანავიანი ბაზილიკაა. განეკუთვნება IX-X საუკუნეების მიჯნას. ტაძარს ჩრდილოეთიდან სამკვეთლო, ხოლო სამხრეთიდან ფასადის მთელ სიგრძეზე გაყოლებული სტოა ეკვრის. ნაგებობის ფორმები ნათელი და ლაკონურია. დეკორატიული ელემენტები ფასადსა და ინტერიერში ძუნწადაა გამოყენებული.

უნდა აღინიშნოს რომ, ტაძარი მის რესტავრირებამდე მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, რესტავრაციის შემდგომ კი ისინი სრულად დაიკარგა. ტაძარი მამათა მონასტერი ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004