გარანტია
იერსახე
გარანტია (ფრანგ. garantie<garantir — უზრუნველყოფა, დაცვა) — სამოქალაქო სამართალში კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლითაც ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარანტი) ქონებრივ ვალდებულებას კისრულობს კრედიტორის წინაშე, თუკი მოვალე არ შეასრულებს ვალდებულებას. გარანტიის მიზნობრივი დანიშნულებაა, უმთავრესად, ბანკის (კრედიტორის) ინტერესების უზრუნველყოფა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 693.