განჯის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განჯის აჯანყება (აზერ. Gəncə üsyanı) — აზერბაიჯანში 1920 წელს ბოლშევიკების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყება, რომელიც მიმდინარეობდა 26-დან 31 მაისამდე განჯაში. ეს იყო რეაქცია აზერბაიჯანის გასაბჭოების წინააღმდეგ.[1]

1918 წლის ივნისში აზერბაიჯანის პირველი მთავრობა ტფილისიდან განჯაში გადავიდა და 30 ივლისს ქალაქის ისტორიული სახელწოდება აღადგინა. იგი სექტემბრამდე იქ ფუნქციონირებდა. 1920 წლის 1 მაისს ქალაქში მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. 25-26 მაისის ღამეს ქალაქში ანტისაბჭოთა აჯანყება დაიწყო, რომელიც ერთ კვირაში ჩაახშეს.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის დაშლას მოჰყვა მთელი რიგი პროცესები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფორმირებაში. 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ოცდამესამე თვის შემდეგ კი აზერბაიჯანის მმართველის, მუსავათის პარტიამ პოლიტიკური ძალაუფლება მისცა ბოლშევიკებს. ამის მიზეზად სახელდება სისხლისღვრის თავიდან აცილება, რომელიც მე-11 წითელ არმიას შეეძლო გამოეწვია ქვეყანაში. 1920 წლის 28 აპრილს აზერბაიჯანი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

აზერბაიჯანის გასაბჭოებამ მნიშვნელოვნად შეამცირა მეზობელ ქვეყნებზე ბოლშევიკური ზეწოლა, ამან კი გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და არეულობა დემორალიზებულ აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც სწრაფი პოლიტიკური ცვლილებებით იყვნენ შოკირებულნი. სამოქალაქო მასები გაბრაზებულები იყვნენ ბოლშევიკების მიერ წაყენებული მოთხოვნებით და მათი ძლიერი და მწვავე ანტირელიგიური განწყობით. არეულობა ასევე გამოიწვია სხვადასხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებიც დაარსებული იყო მუსავათის წევრების მიერ, რომლებიც საქართველოში იყვნენ გაქცეულები. ანტი-ბოლშევიკური განწყობა გაგრძელდა აზერბაიჯანულ არმიაშიც, რომლის წევრებიც უკმაყოფილო იყვნენ საბჭოთა გეგმის განხორციელებით. წითელი არმიის მოდელის მიხედვით, რეორგანიზაცია მიმდინარეობდა ოფიცრების განთავისუფლებისა და დანაყოფების დანაწევრებით.

აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჯის გარნიზონის მეთაურის, მუჰამედ მირზა ქაჯარის მეთაურისა და მისი ოფიცრების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას აზერბაიჯანის მოსახლეობის უდიდესი სამოქალაქო არეულობა მოჰყვა. 25 მაისის ღამეს გარნიზონი, რომელიც შედგებოდა 1,800 სამხედრო მოსამსახურისგან, ამბოხდა და აჯანყებულებმა მუსულმანურ კვარტალში კონტროლი აიღეს. მათ ხელმძღვანელობდა გენერალი კაჯარი, გენერალი ჯავადი ბეილ შიხლინსკი, გენერალი თეიმურ ნოვრუზოვი და პოლკოვნიკი ჯაჰანგირ კაზიმიბოვი. საბჭოთა ნაწილები, რომლებიც რკინიგზით ჩამოვიდნენ, ქალაქს გარს შემოერტყნენ. 29 მაისს ისინი თავდასხმის დაწყების მცდელობას არაერთხელ შეეცადნენ, მაგრამ თითოეული შეტევა მძიმე მსხვერპლით მთამრდებოდა. ისინი წარმატებულნი აღმოჩნდნენ მხოლოდ მძიმე არტილერიის გამოყენებით. შედეგად დაახლოებით 1000 მეამბოხე დაიღუპა, დანარჩენი გაიქცა მთებში, იმ ნაწილებთან შესახვედრად, რომლებიც იქ იყო განლაგებული. ბრძოლა 31 მაისამდე გაგრძელდა და დასრულდა ბოლშევიკების გამარჯვებით. ამის შემდეგ ქალაქი მთელი კვირის განმავლობაში ირბეოდა და იძარცვებოდა.

შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჯაში გაგზავნეს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ჰამიდ სულთანოვი. მან განახორციელა მასობრივი რეპრესიები აჯანყებასთან დაკავშირებული ეჭვმიტანილების წინააღმდეგ. ასობით ადამიანი საჯაროდ დასაჯეს. ოცი ოფიცერი, მათ შორის ექვსი გენერალი, დაუყოვნებლივ გადაასახლეს კუნძულ ნაგინზე და მეორე დღეს დახვრიტეს ცეცხლსასროლი იარაღით ორმოცდაჩვიდმეტ შეთქმულთან ერთად. მე-11 წითელმა არმიამ სპეციალური ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც დაკავებულები აზერბაიჯანის ადგილობრივ მოსახლეობას გააკონტროლებდენ და იარაღსაც ამოიღებდნენ მოსახლეობისგან. მათ, ვინც ბრძანებაას არ დაემორჩილებოდა, ადგილზე დახვრეტდნენ, ხოლო დააჯილდოვებდნენ ის მოქალაქები, რომლებიც იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ.

1920 წლის განჯის აჯანყებამ გამოიწვია რეგიონალური აჯანყების ჯაჭვური რეაქცია. მაგალითად, 1920 წლის ივნისში ერთი აჯანყება მოხდა შურიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნური ფაშა და ქალაქიშიც ამბოხდნენ, მათ მოლა ჰეიფ აფანდიევი ლიდერობდა. თუმცა დასახელებულ რეგიონებში არ იყო ისეთი დიდი მასშტაბები, როგორც განჯის რევოლუციას ახასიათებდა. 1920 წლის სექტემბრიდან სხვადასხვა მასშტაბის აჯანყების ახალი სერია დაიწყო დაღესტანში და ქუბასთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]