განხილვა:I დალაი ლამა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
 

გედუნ დრუპ თუ გედუნ დრუპ? დალაი-ლამა იწერება დეფისით. შეკითხვა მაქვს:ქართულად I დალაი-ლამა თუ დალაი-ლამა I. და ბოლოს ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების მიმართ პრიზის მსურველს პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს მეტიც. გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შემოტანილ სტატიებს. მადლობა. --ცანგალა 06:51, 16 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ გენდუნ თუ გედუნ? ქართულში როგორ არის დამკვიდრებული. მადლობა.--ცანგალა 07:38, 16 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
სალამი. საკუთარ შეცდომებზე პასუხს ვაგებ, თუკი არსებობს. ახლა რაც შეეხება თქვნს კითხვებს. პირველ რიგში, ეს სტატია ინგლისურიდანაა ნათარგმნი, სადაც 1st Dalai Lama, ანუ პირველი დალაი ლამა წერია, ვიცი, რომ ინგლისურს უპირატესობა არ აქვს ქართულთან, მაგრამ უბრალოდ განვმარტე საიდან მოვიდა წინ დაწერილი რიგობითობის ნომერი. ამას გარდა, სანამ ინგლისურიდან შემოვიტანდი, ქართულში არსებული სტატიები გადავამოწმე და აქ წერია XIII დალაი ლამა, XIV დალაი ლამა. რაც შეეხება დრუპ თუ დრუპ დრუპა, რადგან ორიგინალ ტიბეტურ ვერსიაში ა იკითხება. ქართულში ეს სახელი საერთოდ არ მგონია დამკვიდრებული იყოს, მაგრამ თუკი ქსეში იქნება აღნიშნული უფრო სწორი ვერსია წინააღმდეგი არ ვიქნები და თავად ჩავასწორებ. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას „გთხოვთ, გადახედოთ თქვენს მიერ შემოტანილ სტატიებს.“ კიდევ რომელ სტატიას გულისხმობთ?--Valois 15:17, 16 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]