ვიკიპედია:ვიკიპედიის აზიის თვე/აზიის თვე 2019

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვიკიპედიის აზიის თვე
Wikipedia Asian Month Logo v2 (ka).svg

ვიკიპედიის აზიის თვე — ყოველწლიური ვიკიმარათონი, რომელიც გაიმართება 2019 წლის ნოემბერში. მარათონის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.

ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით (ინგლ. „Wikipedia Asian Ambassador“) და „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის“ მიერ დაწესებული პრიზებით.




სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის შესაბამის გვერდზე

წესები

მოკლედ: ახალი სტატია, აზიის შესახებ, კარგი ხარისხი, მინიმუმ 3 000 ბაიტი და 300 სიტყვა, 2019 წლის ნოემბერში შექმნილი და არ უნდა იყოს სია.

კონკრეტულად:

  • ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2019 წლის 1 ნოემბრის 0:00 (UTC)-დან - 30 ნოემბრის, 23:59 (UTC)-მდე.
  • სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი ინტერნეტ-რესურსები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს სქოლიოთი.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი იყოს გამართული ენით.
  • სტატია უნდა იყოს უპრობლემო (ტეგების გარეშე).
  • სტატია არ უნდა იყოს სია.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • სტატია უნდა იყოს აზიის ქვეყნის ან რეგიონის შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა).
  • შექმნილი სტატიის განხილვის გვერდზე ჩასვით ეს თარგი.
  • ადგილობრივი ორგანიზატორებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
  • ადგილობრივი ჟიურის წევრებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.

შენიშვნები:

  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • კრიტერიუმების შესაბამისი 4 სტატიის შექმნის შემთხევაში, თქვენ აზიური საზოგადოების ერთ-ერთი წვრისაგან ვიკიპედიის აზიის თვის საფოსტო ბარათს მიიღებთ.
  • ვიკიპედიის აზიის ელჩი მიიღებს აზიური განყოფილებისგან ხელმოწერილ სერთიფიკატს და დამატებით საფოსტო ბარათს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვა-პასუხი.

ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ჯილდო

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს წიგნის შესაძენად გათვლილი ვაუჩერებით.

  • 1st პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
  • 2nd მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
  • 3rd მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი

კატეგორია „წლის აღმოჩენა“

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ და პარტნიორი კომპანია ინტერნეტ-მაღაზია isurve.ge აწესებს პრიზს — ქართული ვიკიპედიის ახალ მომხმარებელს (დარეგისტრირებული 2019 წელს), რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შექმნის რაც შეიძლევა მეტ სტატიას ამ კონკურსის ფარგლებში, გადაეცემა:

პრიზიSmart Android ტელევიზორი (რკალისებური, 32 ინჩიანი).


ორგანიზატორები

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

სასარგებლო ბმულები

წევრები