განხილვა:ჰალკის სემინარია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Χ ქართულში როგორც წესი ქ-დ შემოდის. შდრ. ქალკისი, ქარიტონ აფროდისიელი. გიო ოქრო 21:52, 18 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]

შენ მიერ მაგალითად მოყვანილი ორივე სტატია ინგლისურში შესულია როგორც Chalcis და Chariton. ეს სტატია კი ინგლისურად იწერება როგორც Halki. გარდა ამისა თუ ვნახავთ სტატიას იმ კუნძულის შესახებ, სადაც მდებარეობს ეს სემინარია en:Heybeliada, იქაც დასტურდება რომ ეს სტატია უნდა იყოს ჰალკი (Halki) და არა ქალკი (Chalci). Wiki - ჯაბა 12:12, 19 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
იხ. ასევე: en:Halki (Greece) და ამავე სტატიის განხილვა. ასევე en:Talk:Heybeliada. Wiki - ჯაბა 12:17, 19 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
ეს არის ბერძნული სახელების ინგლისურში ტრანსლიტერაციის წესი (ახალია თუ ძველი არ ვიცი), რადგანაც ინგლისურში ხ არ არსებობს ბერძნული ხი (IPA: χ) გადააქვთ h-თი (ახალი წესიაო, ასე წერია მაგ მითითებულ განხილვაში), მაგ., ქართული ხ კი (IPA: x) — Kh-თი. ბერძნულიდან ქართულში ჰ-დ შემოდის ან ანდაც ანლაუტებზე დამატებული ნიშანი (მაგ., ὕμνος — ჰიმნოს, აქედან ჰიმნი). ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გვაქვს ხი (Χ), რომელიც ქართულში ისტორიულად დამკვიდრებულია როგორც ქ. წყარო: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, თბ., 1986, თავი: ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვათა დაწერილობა. გიო ოქრო 17:20, 19 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]
უფრო მეტი ინფორმატიულობისათვის, ციტატა ამ სტატიიდან:
ვიკიციტატა
„ვინაიდან ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში χ-ს გადმოსაცემად ძველმა ქართულმა სალიტერატურო ენამ ბუნებრივად გამოიყენა ქ და ახალმა ქართულმა სალიტერატურო ენამ და სასაუბრო მეტყველებამაც შეინარჩუნა ეს ქ, ყველგან ასეთ შემთხვევაში უნდა დარჩეს ქ-ს წერა.“

გიო ოქრო 17:30, 19 იანვარი 2022 (UTC)[უპასუხე]