განხილვა:ცქვრინი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სახეობა საქართველოში არ გვხვდება. შესაბამისად, ცოტა უცნაურია მისი ამგვარი სახეწოდება. ციტატა ერთ-ერთი სამეცნიერო (სადოქტორო) ნაშრომიდან:

ვიკიციტატა
„ზოგიერთ ქართულ ლიტერატურაში (გოგმაჩაძე, ჟორდანია, 2000; ჟორდანია და სხვები, 2002; ქ.ს.ე.) სტერლედი - თევზი რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი იქთიოფაუნის კომპონენტს მოხსენიებულია ორიგინალური ქართული სახელწოდებით – ცქვრინი. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით: ცქურინა, იგივე ცქვრინა, იგივე ცქივირინა განმარტებულია, როგორც: (თევზ.) ტარაღანა, ტარაღან, პატარა ზუთხი (ჩუბინაშვილი, 1912-1825 წწ; სულხან-საბა ორბელიანი. 1993). დღესაც საქართველოს ზღვისპირეთში ზოგიერთი მეთევზე ტარაღანას ცქვრინის (ცქვრინას) სახელწოდებითაც მოიხსენიებს (ცხვირი იგივე ცქვირი, ცქვირინა ანუ ცქვრინა იგივე ცხვირიანი. ტარაღანა ყველა სხვა ზუთხისებრიდან სწორედ ძალზედ გრძელი დინგით ანუ ე.წ. ცხვირით გამოირჩევა). შესაბამისად ცქვრინი (ცქვრინა) წარმოადგენს ტარაღანას სინონიმს და არა სტერლედის ქართულ სახელწოდებას“

საინტერესოა, მოიპოვება თუ არა რაიმე სხვა წყარო. გიო ოქრო 09:46, 22 ნოემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]