განხილვა:ციხისუბანი (კასპის მუნიციპალიტეტი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნებ ვინმემ, რომელიმე რუკაზე ნახოთ და გთხოვთ აქ დაპოსტოთ... — GIO→13 09:53, 8 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეგ სოფელი არცერთ რუკაზე არ არის დატანილი. საერთოდ არსებობს კი?--დათო1010 10:59, 8 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (აგვისტო, 2014) მიხედვით სოფელია, არც 2002 წლის, არც 2014 წლის აღწერის მონაცემებში არ არის ნახსენები. - Island (გ) 15:46, 16 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვერც მე ვერ ვიპოვე ვერც ქართულ და ვერც რუსულ რუკებზე. ჩემი აზრით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შეცდომა გაიპარა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:02, 4 ივლისი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამ დადგენილებაში აღარ არის ნახსენები. შესაბამისად, ამოსაღებია თარგიდან თუ საერთოდ წასაშლელი? — GIO→13 16:02, 10 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

სამაგიეროდ აქ მოხსენებულია სოფელი (ნასოფლარი) ვარჯაანი, რომელიც არ ფიგურირებს 2014 წლის აღწერის მონაცემებში. გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ გადაარქვეს სოფელ ციხისუბანს სახელი და ხომ არ უწოდეს მას ვარჯაანი. თუმცა დიდად სავარაუდოდ მე მგონი ვცდები, რადგან წავაწყდი რუკაზე, როგორც სოფელი კავთისხევის თემში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:24, 15 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით სოფელი არ არსებობს და შესაბამისად თარგიდანაც ამოსაღებია და წასაშლელიცაა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:37, 9 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

წყაროა საჭირო. --Wiki - ჯაბა 06:33, 10 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე იძებნება, ახლებზე — არა. თუკი აღწერაში და მუნიციპალიტეტის დადგენილებებში აღარ გვხვდება, ჩვენც ასე უნდა დავწეროთ. წასაშლელი არ არის ჩემი აზრით. გიო ოქრო 06:51, 10 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არაა წასაშლელი. --Wiki - ჯაბა 13:44, 10 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

ტოპონიმიდანვე ჩანს რომ იყო რომელიმე დასახლების ერთ-ერთი უბანი, რომელიმე ციხის მიმდებარე დასახლება. შესაძლებელია მოგვიანებით ცალკე სოფლის სტატუსი მიიღო და შემდეგ ისევ იმ სოფელს შეუერთდა. ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ასეთი სოფელი ,,ახალუბანი” რომელიც იყო სოფელ დუმაცხოვის ნაწილი, დღეს ცალკე სოფლის სტატუსი აქვს. კარგი იქნება კასპის მერიასთან თუ დაზუსტდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:30, 10 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება რამდენიმე იდენტური ტოპონიმიც არსებობდეს, მაგრამ ერთ-ერთი ნახსენებია ასე,,კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი”. მასალა საბჭოთა ენციკლოპედიიდანაა შემოტანილი, შესაძლებელია მოგვიანებით სოფლის სტატუსი მისცეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:41, 10 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]