განხილვა:ციხისუბანი (კასპის მუნიციპალიტეტი)
თემის დამატება| ეს არის განხილვის გვერდი, სადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ სტატია ციხისუბანი (კასპის მუნიციპალიტეტი)-ს შესახებ. ეს არ არის ვიკიპედიის ფორუმი, სტატიის თემის განხილვის ზოგადი ადგილი. |
სტატიის პოლიტიკა
|
| იპოვეთ წყარო: Google (წიგნები · სიახლეები · გაზეთები · აკადემიური ძიება · გამოსახულებები · WRS) · DuckDuckGo · Bing · FENS · JSTOR · NYT · ვიკიპედიის ბიბლიოთეკა |
Untitled
[წყაროს რედაქტირება]იქნებ ვინმემ, რომელიმე რუკაზე ნახოთ და გთხოვთ აქ დაპოსტოთ... — GIO→13
09:53, 8 თებერვალი 2013 (UTC)
- ეგ სოფელი არცერთ რუკაზე არ არის დატანილი. საერთოდ არსებობს კი?--დათო1010
10:59, 8 თებერვალი 2013 (UTC)
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების (აგვისტო, 2014) მიხედვით სოფელია, არც 2002 წლის, არც 2014 წლის აღწერის მონაცემებში არ არის ნახსენები. - Island (გ) 15:46, 16 იანვარი 2017 (UTC)
ვერც მე ვერ ვიპოვე ვერც ქართულ და ვერც რუსულ რუკებზე. ჩემი აზრით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შეცდომა გაიპარა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:02, 4 ივლისი 2019 (UTC)
- ამ დადგენილებაში აღარ არის ნახსენები. შესაბამისად, ამოსაღებია თარგიდან თუ საერთოდ წასაშლელი? — GIO→13
16:02, 10 მაისი 2020 (UTC)
სამაგიეროდ აქ მოხსენებულია სოფელი (ნასოფლარი) ვარჯაანი, რომელიც არ ფიგურირებს 2014 წლის აღწერის მონაცემებში. გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ გადაარქვეს სოფელ ციხისუბანს სახელი და ხომ არ უწოდეს მას ვარჯაანი. თუმცა დიდად სავარაუდოდ მე მგონი ვცდები, რადგან წავაწყდი რუკაზე, როგორც სოფელი კავთისხევის თემში.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:24, 15 იანვარი 2021 (UTC)
- ჩემი აზრით სოფელი არ არსებობს და შესაბამისად თარგიდანაც ამოსაღებია და წასაშლელიცაა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:37, 9 აპრილი 2021 (UTC)
წყაროა საჭირო. --Wiki - ჯაბა 06:33, 10 აპრილი 2021 (UTC)
- ძველ საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე იძებნება, ახლებზე — არა. თუკი აღწერაში და მუნიციპალიტეტის დადგენილებებში აღარ გვხვდება, ჩვენც ასე უნდა დავწეროთ. წასაშლელი არ არის ჩემი აზრით. გიო ოქრო 06:51, 10 აპრილი 2021 (UTC)
- ნამდვილად არაა წასაშლელი. --Wiki - ჯაბა 13:44, 10 აპრილი 2021 (UTC)
ტოპონიმიდანვე ჩანს რომ იყო რომელიმე დასახლების ერთ-ერთი უბანი, რომელიმე ციხის მიმდებარე დასახლება. შესაძლებელია მოგვიანებით ცალკე სოფლის სტატუსი მიიღო და შემდეგ ისევ იმ სოფელს შეუერთდა. ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ასეთი სოფელი ,,ახალუბანი” რომელიც იყო სოფელ დუმაცხოვის ნაწილი, დღეს ცალკე სოფლის სტატუსი აქვს. კარგი იქნება კასპის მერიასთან თუ დაზუსტდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:30, 10 აპრილი 2021 (UTC)
- შეიძლება რამდენიმე იდენტური ტოპონიმიც არსებობდეს, მაგრამ ერთ-ერთი ნახსენებია ასე,,კავთისხევის ისტორიული უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი”. მასალა საბჭოთა ენციკლოპედიიდანაა შემოტანილი, შესაძლებელია მოგვიანებით სოფლის სტატუსი მისცეს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:41, 10 აპრილი 2021 (UTC)
maps.gov.ge-ის მიხედვით ციხისუბანი დასახლებული პუნქტია, რომელიც მოქცეულია ქვემო ჩოჩეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ცალკე სოფლად არ იძებნება. პ.ს. სადაც ამდენი ხანი გვაქვს ასე, დავტოვოთ ისევ ამ ფორმით ახალი აღწერების შედეგების გამოქვეყნებამდე. — GIO→13
21:17, 10 თებერვალი 2025 (UTC)