განხილვა:ჩილდირი

    მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
    Wikiproject Turkey.png
    ეს სტატია შექმნილია პროექტი „თურქეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

    თემის სათაური

    რამდენადაც ცნობილია ამ ტბას,რომელზეც ეს თემაა,ქართულად ჰქვია ჩრდილი და იქნებ თემის სათაური გადაკეთდეს?..

    შედარებისათვის: არტაანი(თურქულად არდაჰან) ოლთისი(თურქულად ოლთუ) არტანუჯი(თურქულად არდანუჯ) კოლა(თურქულად გöლე) ფოცხოვი(თურქულად პოზოფ) სოჭი(რუსულად სოჩა) --იბერია 12:13, 8 თებერვალი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ქართულად ამ ტბას სწორედ ჩილდირი ქვია. გაინტერესებს რატომ? გადაშალე საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი 194-ე გვერდზე და იქ წაიკითხავ. გმადლობ. — ჯაბა ლაბაძე () 09:23, 24 აპრილი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    და მაშინ თუ ეგრეა,რაც არასწორია,რატომ გიწერიაშენ მიერ დაწერილ სტატიაში ტბის ქართული დასახელება ჩრდილი? ჩილდირი ჩრდილის გათურქებული ვარიანტია. — Georgier განხილვაწვლილი 09:57, 24 აპრილი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ეგ რაც ზემოთ წერია ოფიციალური სახელია, ხოლო ქართლად მასეც უწოდებენ და არ შეიძლება იყოს დაწერილი? — ჯაბა ლაბაძე () 10:12, 24 აპრილი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    კი,მაგრამ ასევე ოფიციალური სახელია სოჩი,მაგრამ ქართულ ვიკიზე სოჭი წერია.

    თურქულად ოლთუა,მაგრამ ქართულ ვიკიზე ოლთისი.

    თურქულად არდანუჯ და ქართულად არტანუჯი.

    თურქულად პოზოფ და ქართულად ფოცხოვი.

    ტბის სახელია ქართულად ჩრდილი,აქედან გათურქებული ვარიანტი ჩილდირი. არ მგონია,ეგ ტბა მას შემდეგ შეიქმნა,რაც თურქებმა შეიერთეს სამცხე–საათაბაგოს სამხრეთი ნაწილი... — Georgier განხილვაწვლილი 11:32, 24 აპრილი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    არსებობს ჩილდირის ბრძოლა -ქსე, ტ. 11, გვ. 119, თბ.1987, არსებობს ჩილდირის ქედი , იხ. ნიალისყურის ქედი - იქვე.. ქედს ორივე სახელი ჰქვია, მაგრამ სტატია ქსე-ში არსებობს ნიალისყურის ქედი.— ცანგალა () 11:49, 24 აპრილი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    სომხური დასახელების შეტანა რაღა შუაშია? დააკოპირეთ სომხური სახელი, შედით თვითონ სიმხურ ვიკიპედიაზე და ნახავთ, რომ ეს დასახელება იქ საერთოდ არ არის, მაგრამ არის სტატია ამ ტბაზე სხვა სახელწოდებით: Ծովակ լիճ (მე დავამატე ახლახანს გერმანული და სომხ. ბმულები). სხვაენოვანი სტატიების ისტორიებიდან ჩანს, რომ პირველად ის სომხ. სახელი რაც ქართულშია მოტანილი, ვიღაც Aivazovsky–მ ჩაამატა ინგლისურ ვერსიაში და იქიდან გავრცელდა დანარჩენებშიც (რუსული, ლიტვური, გერმანული), გარდა ჩეხურისა, რომელიც მანამდე იყო შექმნილი და, რა თქმა უნდა თურქულისა, რომელშიც რომც ჩაეწერა Aivazovsky–ს, მომენტალური წაშლა ელოდა. გარდა ამისა, თუ მაინცადამაინც უნდა იყოს ეს სომხური სახელი, რომელიც მე მაინც ვინმე Aivazovsky–ს გამონაგონი მგონია, პირველად უნდა მიეთითოს ქართული სახელი ორი გარემოების გამო: 1. ეს ქართული ვიკიპედიაა; და 2. თურქული ჩილდირი მოდის ქართული ჩრდილი–დან, რომელიც ამ ტბის ნამდვილი სახელი იყო. რადგან, სამწუხაროდ, ჩვენში დამკვიდრდა ამ ტბის არა ორიგინალური ქართული, არამედ დამახინჯებული თურქული ვარიანტი (ქსე, საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონი), ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულშიც და სხვაენოვან ვიკიპედიებშიც, სადაც ხელი მიგიწვდებათ, ჩაწეროთ ეტიმოლოგია გარკვევით, თვით სტატიის ტექსტში (და არა ჩვენებურად მორცხვად, ფრჩხილებში). თუ ჯაბას არ ეწყინება, მე ამოვიღებ ამ არაფრისმთქმელ სომხურ სახელწოდებას (სომხ. ვიკიპედიის თანახმად მას სულ სხვა სახელი ჰქვიამ მითითებული სახელი, როგორც ვთქვი სომხ. ვიკიპედიაში საერთოდ არ იხსენიება) და დავტოვებ მხოლოდ თურქულს და ქართულს.--Zolokin განხილვაწვლილი 22:46, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    პ.ს. სხვათა შორის, რუსულში ჯერ ქართული სახელია და მერე სომხური!--Zolokin განხილვაწვლილი 22:46, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ვისაც აინტერესებს ვინ ცხოვრობენ ჩილდირის რეგიონში, შევიდეს ამ ვებ–გვერდზე და ზემოთ დააკვირდეს მოცეკვავე ქალ–ვაჟს.--Zolokin განხილვაწვლილი 23:33, 20 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    სათაური[წყაროს რედაქტირება]

    გადასატანი ხომ არაა ჩილდირის ტბა-ზე, ანდაც ჩილდირი (ტბა)-ზე? რომელი ვერსია სჯობს--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 10:24, 19 ივნისი 2013 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ჩილდირის ტბა ჯობს, ხოლო ჩილდირი (ქალაქი) გადავიტანოთ შემდეგ ჩილდირზე და ფრჩხილებსაც მოვიშორებთ. --ჯაბა ლაბაძე 16:18, 19 ივნისი 2013 (UTC)პასუხი[უპასუხე]