განხილვა:ქლიავი (გვარი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Gaga.vaa: რამდენად მიზანშეწონილია მსგავს სტატიებში სწრაფი წაშლის თარგის ჩასმა ? ასე მყისიერად ამგვარი სტატიის წაშლის მოთხოვნა არ არის გამართლებული. როგორც მინიმუმ დისკუსიაა საჭირო განხილვის გვერდზე. ახლა მე მაქვს შეკითხვა, როგორც ირკვევა, Prunus გვარია, ხოლო Prunus domestica ქლიავი უბრალოდ ამ შემთხვევაში სახეობა. როგორ მოხდა ისე, რომ ვიკიპედიის მრავალ განყოფილებაში ცალ-ცალკეა გამოყოფილი გვარი და სახეობაც. შეგიძლია გვითხრა ?. - OTOGI Messages 09:13, 16 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ოთოჯის. Prunus არის გვარი, რომელსაც ეწოდება ქლიავი და შიგ არის გაერთიანებული ატამი, გარგარი, კვრინჩხი და სხვა სახეობები. იხ. Prunus. გიო ოქრო 09:41, 16 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, წაშლის თარგში ჩავწერე მიზეზი რატომაც ჩავსვი, ეტყობა ვერ შეაჩნიეთ. მე დავწერე, რომ სტატია არის Prunus გვარის შესახებ ძველი სტანდარტიზაციით და მითითებული წყაროც შეიცავს მოძველებულ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას ამ გვარზე ძველი სტანდარტიზაციით), ახალი სტანდარტიზაციით Prunus მოიცავს ყველა კურკოვან კულტურას, რომელიც ადრე ოთხ გვარში ერთიანდებოდა Amygdalus, Cerasus, Prunus და Padus. ანუ სტატია სათაურს არ შეესაბამება. წაშლის თარგის ჩასმა რატომ ვიჩქარე? ჩემი კომპეტენცია მაძლევს საშუალებას შემეფასებინა სიტუაცია. ვიკიპედიის მრავალ განყოფილებაში ცალ-ცალკეა გამოყოფილი გვარი და სახეობაც? ამ კითხვაზე რა გიპასუხო არ ვიცი:) იმიტომ არის გამოყოფილი რომ გვარი სხვა არის და სახეობა სხვა. ჩვენთანაც უნდა არდსებობდეს მაგრამ სწორი ინფორმაცია უნდა ეწეროს და ბოტანიკის ელემენტარული მცოდნეც ვერ უნდა ხვდებოდეს, რომ მოძველებული ინფო წერია --Gaga.vaa განხილვაწვლილი 08:14, 18 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Gaga.vaa: მითითებულ წყაროში წერია, რომ მოიცავს „34, по др. классификации ок. 250, в т. ч. вишня, миндаль“. კონკრეტულად რას თვლით არასწორად ვერ ვიგებ. თქვენ რასაც იძახით გვარების გაერთიანებაზე, მართალია. თუმცა არასწორად Prunus შეუსაბამეთ კურკოვან კულტურებს, წყაროს გარეშე. ეს გვარები (ატამი, გარგარი, კვრინჩხი, ალუბალი, ნუში და სხვ.) ახლა გაერთიანდა ერთ გვარში Prunus, რომელსაც ჰქვია ქლიავი. გიო ოქრო 10:34, 18 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
კურკოვანი კულტურების შესაბამისობაზე არვიცი, შესაძლოა მართალი ხართ არასწორად შევუსაბამე, წყაროს გარეშე ნამდვილად, ანუ ვგულისხმობ, რომ წყარო სადაც Prunus გვარი ერთი ერთში შეესაბამება კურკოვან კულტურებს არ მაქვს ხელთ, არც მქონია ალბათ მაშინაც როცა ეს რედაქტირება გავაკეთე, მაგის მტკიცებას არ დავიწყებ. ეგ ლოგიკურად დავაკავშირე ანუ გვარების გაერთიანების შემდეგ, კურკოვანი კულტურები და გვარი prunus აბსოლიტურად ერთდაიგივე გახდა და მაგიტომ. სტატიას კურკოვან კულტურებს და ზოგადად ტერმინს მაშინ ჰქონდა აზრი როცა ერთ გვარში არ ერთიანდებოდა. ახლა რა გამოდის მაშინ დავწეროთ კურკოვანი კულტურების სტატიაში პირდაპირ რომ კურკოვანი კულტურები მოიცავს გვარს Prunus და ეგ არის? რავიცი შეიძლება გამომრჩა რაიმე დეტალი და რამეში ვცდები? რავიცი არა ეგ მეორე საკითხია მაინც. --Gaga.vaa განხილვაწვლილი 18:01, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით რომ გაერთიანდა გვარები და შესაძლოა ზუსტად ემთხვეოდეს კურკოვან კულტურებს, მაგრამ ვფიქრობ ის ცალკე უნდა დარჩეს და Prunus - ცალკე. მთავარია წყარო გვაქვს, რომ Prunus არის ქლიავი. გიო ოქრო 18:07, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი სახელი კიდე სხვა თემაა, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს ანუ როდესაც სტატიას აკეთებ, რომელ ენოვან ვიკიპედიას ეყრდნობი შაბლონისთვის, სტანდარტიზაციისთვის? ანუ პირდაპირ გეტყვი ჩემთვის დასავლურ ენოვანი ვიკიპედიები არის, ეტალონი სტანდარტიზაციის და თანამედროვე ენციკლოპედიის შენების. უბრალოდ მოგიყვან ინგლისურენოვანი ვიკიპედიის სტატიის პირველ წინადადებას, ჩემი აზრით ამით ყველაფერი უნდა იყოს გასაგები: Prunus is a genus of trees and shrubs, which includes the fruits plums, cherries, peaches, nectarines, apricots, and almonds.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 18:45, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ტაქსონომიას ვამოწმებ ინგლ. და რუს. ვიკიში მითითებულ საიტებზე ხოლმე. გიო ოქრო 18:48, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი სტატია ქლიავი (გვარი)ს წაკითხვის შემდეგ მე როგორც მომხმარებელმა ვერ მივიღე ვერანაირი ინფორმაცია, იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს გვარი რა სახეობებს მოიცავს და აბსოლუტურად ვერანაირი სხვაობა ვერ დავინახე რატომ არის ეს სტატია გვარის შესახებ, რომელიც ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი გვარია მცენარეულ სამყაროში. ინგლისურ ვიკიში კი პირველივე და ერთ წინადადებაში აბსოლიტურად ამომწურავად არის გადმოცემული რას შეეხება სტატია, არანაირად არ გრჩება იმის ფიქრის საფუძველი, რომ ინფორმაცია მოძველებულია. თარგმანი: Prunus არის ხეების და ბუჩქების გვარი, რომელიც მოიცავს შემდეგ ხეხილს: ქლიავი, ალუბალი, ატამი, ნექტარინი, გარგარი და ნუში. მე ვფიქრობ ყველაფერი, ყველაფერი და მაღალი სტანდარტების მოთხოვნა და დაყენება არ არის ცუდი ტონი ვიკიში, მითუმეტეს როცა შეგვიძლია სტანდარტებზე ვინმეს დავეყრდნოთ. ეს სტატია არ არის იმის შესახებ რაზეც უნდა იყოს.--Gaga.vaa განხილვაწვლილი 19:01, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში ეგ ერთი წინადადებაა ჩასამატებელი და მოგვარდება ყველაფერი. გიო ოქრო 19:08, 20 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]