განხილვა:ქართველთა წარმოშობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს ცალკე სტატია უნდა იყოს თუ სტატია ქართველები შეუერთდეს.--ცანგალა () 19:17, 23 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

გასათვალისწინებელი საავტორო უფლებები. სტატია [1] არის შემოტანილი.--ცანგალა () 19:24, 23 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, ეს სტატია არ არის ენციკლოპედიური. რადგან ის დაწერილია, როგორც კვლევა და პირდაპირ ინფორმაციას არ გადმოგვცემს. მემგონი მსგავსი „სტატიები“ ვიკიწიგნში უნდა გაიხსნას, როგორც ერთერთი ჟურნალისტის კვლევა/ნაშრომი. ხო.. ყველაზე მთავარი, სტატია წარმოადგენს მისი ავტორისთვის ინტელექტუალურ საკუთრებას, და მისი პიდაპირი გამოყენება შეიძლება არღვევდეს ავტორის უფლებებს. :) – Mero ® 19:51, 23 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაშინ, ეს თარგი ჩავსვათ {{copyvio|url=http://diaspora.ge/ge/matiane/tsarmoshoba.php}} სტატიაში, თუ ავტორს დაველოდოთ?--Rastrelli F 11:47, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ეგ თარგი მაგარ ცუდ დღეშია :)) --გიგა პასუხი 11:49, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ეს არის ზარმაცი მომხმრებლის ნამუშევარი, რომელიც ბმულებსაც კი არ აკეთებს. თუ ამ შემთხვევაში ბმულებს არ ვაკეთებთ?--ცანგალა () 13:33, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

რა ამბავია, ეს რამდენი დაგიწერიათ. :) ძალიან კარგია. მაგრამ; მე მგონია, აუცილებლად საჭიროა წყაროების მითითება, ანუ იმის აღნიშვნა, თუ რა ლიტერატურას ეყრდნობოდა წერისას მომხმარებელი, თორემ ასე ყველას შეუძლია რაღაც-რაღაცეების მტკიცება. მითუმეტეს ასეთ საინტერესო, მაგრამ ამავდროულად ბურუსით მოცულ საკითხებზე შეიძლება უცებ ატყდეს ცხარე კამათი.

დააააა  :( სტატიისათვის ცოტა ვიკიფორმა რომ მიგვეცა, არ იქნებოდა ურიგო. მართალია, არც ასე გამოიყურება სტატია ცუდად, ანუ წამკითხველი ასეთი ფორმითაც წაიკითხავს ყოველივეს, მაგრამ ვიკის მკითხველს თვალი უკვე შეჩვეული აქვს სტატიების დაყოფაზე; თავები, ქვეთავები და ა.შ. სტატიის ამგვარი დაყოფა გააადვილებს კითხვის პროცესს, ანუ თვალის ერთი გადავლებით უნდა მიხვდეს მკითხველი, რა არის სტატიის მთავარი სათქმელი და რაა, ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი.

გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, ჩემის აზრით, არამარტო აქ, ამ სტატიაში, არამედ ზოგადადაც გასათვალისწინებელი: ნებისმიერი სახის ენციკლოპედია შეიცავს ყოველთვის საწყის ინფორმაციას რაღაც თემის შესახებ. მკითხველს უნდა ჰქონდეს შანსი, რომ დაინტერესების შემთხვევაში მან გადაამოწმოს, ან უფრო მეტი გაიგოს მოცემული თემის შესახებ.

ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც თავში აღვნიშნე;

კარგი იქნება, თუ სტატიის ბოლოს პირველად ლიტერატურას მივუთითებთ და სააააერთოდ იდეალური იქნება, თუკი მომავალში გარკვეულ თეზებს სქოლიოებსაც დავურთავთ. ბოლოსდაბოლოს ეს საჭიროა აგრეთვე იმის გასაგებადაც, რამდენად ნეიტრალური იყო, თუ გნებავთ, რამდენად დისტანცირებული იყო მომხმარებელი პირველწყაროსადმი წერის პროცესში. რაც ვთქვი და მოგწერეთ, ეს ყველაფერი ჩემი კაპირიზი არაა, მეც სხვასავით ერთ-ერთი მომხმარებელი ვარ. (იხ. ვიკის წესები) საუკეთესო სურვილებით. ველით თქვენგან სხვა, ახალ და საინტერესო სტატიებს. --Pirtskhalava 14:30, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ამ თემის საინტერესობაზე არაა კამათი, უფრო საავტორო უფლებების დარღვევაზეა. ამიტომ, ჩემი აზრით, სანამ ეს არ გაირკვევა საავტორო უფლებების დარღვევის თარგი უნდა ჩავსვათ. - ალ-ო     @ 14:33, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
პს: ცანგალას მიერ ზემოთ მითითებული ვებგვერდი ადასტურებს, რომ აქ შემოტანილი ტექსტი იმ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ზუსტი ასლია. ამ შემთხვევაში უკამათოთ საავტორო უფლებების დარღვევის თარგია ჩასასმელი. დანარჩენი იმ თარგშივეა მითითებული. - ალ-ო     @ 15:37, 24 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]