განხილვა:ფრანცისკე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უკვე დაწყებული მქონდა წერა, რომ შევნიშნე სტატია. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გარდა ერთისა ფრანცისკუს ჰქვია მაგ კაცს, ფრანცისკუს I. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 20:19, 13 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

წყარო? ნახე ვისგან აიღო სახელი. — მიხეილ მიწერა 20:26, 13 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
-us არის ლათინური მამრობითი სქესის სახელთა სახელობითი ბრუნვის ნიშანი (ისევე როგორც ქართული ი, მაგალითად ჩვენ სახელობითში ვამბობთ ნიკოლოზი და არა ნიკოლოზ). ლათინურად ეს -us ბევრ სახელს ემატება (როგორც ქართული ი), მაგალითად Iosephus Stalin. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც ფრანციკუსი უნდა დავწეროთ. Deu. 08:18, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
სტალინი რომის პაპი იყო, დათო, თუ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ენა იყო ლათინური? --Pirtskhalava განხილვაწვლილი 18:35, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

აი, აგერ რადიო "თავისუფლებამ" ფრანცისკემოიხსენია. მე მაინც ვემხრობი ფრანცისკუს I [ფრანცისკუს პირველს]. ვატიკანის სახელმწიფო ენა არის ლათინური, და არ მესმის, თუ აქამდე არ იყო პრობლემა ორი ნომინატივური დაბოლოების (ლათინური -us და ქართული -ს) გვერდიგვერდ დგომა ფორმით ფრანცისკუსი, ახლა რატომ უნდა ვაქციოთ იგი ასეთად. გარდა ამისა, თუ ფრანცისკუს I-ს ვიტყვით, ამით ისედაც მოხსნილი იქნება ეს ღიმილისმომგვრელი კუსი დაბოლოება, ლათინური ნომინატივის დაბოლოებას სახელი შეინარჩუნებდა, ხოლო მისი მეორე ნაწილი, - ტიტულის როგობითი რიცხვითი სახელით გამოხატული ფორმა მიიღებდა ქართული სახელობითი ბრუნვის დაბოლოებას. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 20:04, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ ფირცხალავა, ყოჩაღ! როგორ მიხვდით, რომ სერიალებს ვუყურებთ? ასე სახალხოდ კი არ უნდა გაგეჭორეთ „თავისუფლების“ ვრცელ აუდიტორიაში? ვიკრიჭებიმიხეილ მიწერა 21:24, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე უფრო ფრანცისკ I მგონია (მაგ., ფრანცისკ ასიზელი ლათინიზებული) / en:Franciscus. აქვე დავამატებ, რომ თემა აქტუალურია და კარგი იქნება საბოლოოდ შევჯერდეთ საერთოდ. – ოთოჯი განხილვა 21:38, 14 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
ახლა, როგორაა საქმე. გვაქვს ორი არჩევანი:
1. რადგან პაპმა სახელი აირჩია ფრანსისკო ხავიერის პატივსაცემად, ჩვენც უნდა ავირჩიოთ ეს სახელწოდება.
2. თუკი პაპის ლათინური სახელწოდების ქართულში შემოტანა გვსურს, ჩვენი პაპი იქნება ფრანცისკე და არა ფრანციკუსი. მე ვფიქრობ, რომ ლათინური უნდა შემოვიტანოთ (სახელი მართალია ფრანსისკოს პატივსაცემად დაირქვა, მაგრამ დაირქვა ფრანცისკუს). საერთოდ, უმრავლეს შემთხვევაში ლათინური ენიდან პაპების სახელები (უკანასკნელ დროს განსაკუთრებით) ქართულ ენაში ლათინური წოდებითი ბრუნვის ფორმით შემოდის და არა სახელობითის. Franciscus წოდებით ბრუნვაში არის Francisce. რუსულ ენაში ფუძის სახით შედის (Francisc). ბატონ ფირცხალავას შევახსენებ, რომ წინა პაპს ქართულად ერქვა ბენედიქტე (Benedictus, რუს.: Бенедикт), ხოლო იმის წინას იოანე პავლე (Ioannes Paulus, რუს.: Иоанн Павел). ასე რომ, თუკი ჩვენ გვსურს ლათინური სახელი შემოვიტანოთ ქართულში, იქნება ფრანცისკე.
ამას გარდა, მყავს ქართველი მორწმუნე კათოლიკე ნაცნობები. საინტერესოა, ისინი როგორ მოიხსენიებენ თანიანთ მამამთავარს. ვკითხავ მათაც. Deu. 05:53, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად უნდა იყოს ფრანცისკე. Deu. 05:56, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
ქართველი კათოლიკები პაპს მოიხსენიებენ ფრანცისკეს სახელით. სათაური გადასატანია. Deu. 07:55, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა Deu. 08:01, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვატიკანის განმარტებით ახალ პაპს ქვია არა ფრანცისკე I, არამედ, უბრალოდ ფრანცისკე - ნუმერაციის გარეშე.--83.3.3.250 11:21, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნუმერაცია ნამდვილად მოსაშორებელი აქვს. --ჯაბა ლაბაძე 13:58, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაოთოჯი განხილვა 18:02, 15 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ფრანჩესკო ასიზელი თუ ფრანცისკე ასიზელი[წყაროს რედაქტირება]

კოლეგებო, მემგონი უნდა გადავწყვიტოთ ერთი რამ - თუ წმინდა ფრანცისკეს (ფრანჩესკო)-ს სწორი ფორმა არის ფრანცისკე (ფრანჩესკო), მაშინ ფრნაცისკეც უნდა გადავიტანოთ (ან პირიქით).--Melberg; 12:53, 17 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბოდიშს ვიხდი, როგორც ჩანს კონსენსუსი აშკარაა. შესაბამისად, სტატიასაც უნდა ერქვას ფრანცისკე ასიზელი.--Melberg; 13:09, 17 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

რომის პაპი და საქართველო[წყაროს რედაქტირება]

ეს ქვეთავი რა საჭიროა? Deu. 09:40, 3 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვატიკან-საქართველოს ურთიერთობები — ამ სტატიაში შეიძლება ამის დაწერა. მაგრამ ეს სტატია ფრანცისკეს უნდა ეხებოდეს და არა მის ურთიერთობას საქართველოსთან. Deu. 09:42, 3 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. აღინიშნოს ვიზიტი ერთი წინადადებით, მთავარ სტატიად კი შენ მიერ დასახელებული მითითოს. — Mikheil მიწერა 10:13, 3 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ყოველ შემთხვევაში მინიმუმ ქვეთავის სახელი უნდა შეივალოს და იყოს ვიზიტი საქართველოში. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 10:36, 3 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ფრანცისკე. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 04:16, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]