განხილვა:ტომას ნიუმენი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი, მაინც 'ტომას'. გვაქვს სახელის Thomas ქართულ ვიკიში 'ტომასად' გამოყენების პრეცედენტები. გარდა ამისა, გვარი 'ნიუმენი' ხომ არ უნდა იყოს? იხ. ტომ ნიუმენი. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:31, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გვარზე არაფერს ვამბობ, მაგრამ რატომ ტომასი? Th არის და არა --შოთა [UT] 15:41, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
პრეცედენტები ორივენაირი გვაქვს, იგივე პოლ ნიუმანი. იტერნეტში რაიმე ავტორიტეტული წყარო ვერ ვნახე --M. განხილვაწვლილი 15:45, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

შოთა, ვიკი (ქართული) სავსეა ტომასებით, რომელთა სახელები ორიგინალში Thomas არის, გადახედე, აგერ წერია - დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური -

th (რამდენიმე სახელში) — ტ: Anthony — ანტონი, Thomas — ტომას-ი, Thames — ტემზა, Theresa — ტერეზა.

M. - ეგ ჩასასწორებელი უნდა იყოს, მგონია. გერმანელი ან რომელიმე სხვა ევროპის ქვეყნიდან რომ იყოს და სხვა გარემოებები რომ იყოს, იქნებოდა ნიუმანი. ნიუმანი კი აშკარად რუსულიდან შემოჭრილია. უმეტეს შემთხვევაში მათ ა- ე-დ არ გადააქვთ. უფრო მათ ვაბრალებ ამ ტენდენციას. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:21, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ხო, ახლა ვნახე, მართალი ხარ, ჰენრი ვიღიმი --შოთა [UT] 16:25, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ტომას ნიუმენი-ზე გადასატანი, ჩემი აზრით, Newman თუ ვივარაუდებთ, რომ ორი ინგლისური სიტყვის შეერთებით მიღებული გვარია, მაშინ აშკარად ნიუმენია.--SALINER 17:35, 27 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]