ტომ ნიუმენი
ტომ ნიუმანი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
დაბ. თარიღი: | 23 მარტი 1894 | |
დაბ. ადგილი: | ![]() | |
გარდ. თარიღი: | 30 სექტემბერი 1943 | |
მოქალაქეობა: | ![]() | |
პროფესიონალური კარიერა: | 1921–1943 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | 6 (1921–1922, 1924–1927 (ინგლისური ბილიარდი)) |
ტომ ნიუმენი (ინგლ. Tom Newman; დ. 23 მარტი, 1894 — გ. 30 სექტემბერი , 1943) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.
ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტომი დაიბადა 1894 წლის 23 მარტს. უკვე 11 წლის ნიუმენი საოცარ შესაძლებლობებს ავლენდა სერიების აგებაში, როდესაც მან ასიანი სერია გააკეთა „სამბურთიან თამაშში“. 1919 წელს ტომმა გააკეთა სნუკერის 89-ქულიანი ბრეიკი — იმ დროის აბსოლუტური რეკორდი. ის პროფესიონალი გახდა 1921 წელს და პირველივე ცდაზე გაიმარჯვა ინგლისური ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატში. ის ბილიარდის უდავო ლიდერი იყო 1920-იან წლებში. 1921–1930 წლებში მან ითამაშა 9 ფინალი, მათგან 6 მოიგო. 1930/1931 წლების სეზონზე ნიუმენს 100 ქულაზე 30 სერიაზე მეტი ჰქონდა. 1934 წლის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა ფინალში, სადაც შეხვდა ლეგენდარულ სნუკერისტ ჯო დეივისს და დამარცხდა მასთან ანგარიშით 23:25. იმავე წელს მან კვლავ ითამაშე დეივისთან დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატში ინგლისურ ბილიარდში და კვლავ დამარცხდა. საერთო ჯამში ტომი 6-ჯერ შეხვდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჯოს, ორივე მათგანმა 3-3-ჯერ მოიგო.
ნიუმანი გარდაიცავალა 1943 წელს, თავისი 50 წლის იუბილედან რამდენიმე დღით ადრე.
ტომის ძმა — სტენლი ნიუმენი — აგრეთვე თამაშობდა ბილიარდში მაღალ დონეზე და მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ჩემპიონატებზე[1].
მიღწევები კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისურ ბილიარდში გამარჯვებული — 1921—1922, 1924—1927
- მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისურ ბილიარდში ფინალისტი — 1923, 1928—1930
- მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ფინალისტი — 1934
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ინტერვიუ ჯეკ კარნემთან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-10. ციტირების თარიღი: 2013-05-07.