შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ტბის კალმახი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არასწორია ტბის კალმახის გაიგივება Salvelinus namaycush-სთან. ამ წყაროში არ წერია, რომ ტბის კალმახი Salvelinus namaycush არის. აქ აღნიშნულია Salmo trutta m. lacustris, ანუ Salmo trutta-ს მორფა/ფორმა/ქვესახეობა, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს Salvelinus namaycush-სთან (ეს საერთოდ სხვა გვარის წარმომადგენელია). ამიტომ, ცნობები, სადაც Salmo trutta m. lacustris არის ნახსენები, ამოსაღებია. ბოლოში ნახსენები Salmo lacustris romanovi კი დღეს Salmo trutta-ს სინონიმია. ინგლისური სახელის გამო მოხდა ალბათ ეს შეცდომა. გიო ოქრო 18:36, 14 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

სახელწოდებას რაც შეეხება, თ. გოგმაჩიძის (2018) „თევზების ნომენკლატურის“ მიხედვით (გვ. 224), Salvelinus namaycush არის ამერიკული ტბის პალია. სხვა წყარო ვერ მოვნახე. რადგანაც ეს სახეობა საქართველოში არ ფიქსირდება, გადატანის შემდეგ ტბის კალმახზე ცალკე სტატია უნდა დაიწეროს ან, თუ არ დაიწერა, გადამისამართება „ტბის კალმახი“ უნდა წაიშალოს, რადგან არასწორად გადმოვა ამ პალიაზე. ტბის კალმახი, როგორც წყაროებიდან ირკვევა, არის ნაკადულის კალმახის მორფა/ფორმა და Salvelinus namaycush-ს საერთოდ არ ეხება. გიო ოქრო 18:46, 14 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]

შეიცვალა ლათინური სახელწოდება და საერთაშორისო ბმულები. ტექსტი შეეხება Salmo trutta lacustris-ს და არა Salvelinus namaycush-ს. გვერდი ამერიკული ტბის პალია თავისუფალია და შეგიძლია შექმნა, ამ გვერდთან არ არის კავშირში. დანარჩენი ნაწილი წყაროთია გამყარებული. - OTOGI Messages 08:11, 15 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]
რახან პალიას ენათშორისი ბმულები ჰქონდა ამიტომ დავწერე გადატანაზე. თუკი პალიას ინფორმაცია ამოღებულია, მაშინ მასზე დავწერ სტატიას. გიო ოქრო 10:12, 15 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]
კი, ბატონო. - OTOGI Messages 16:18, 15 თებერვალი 2023 (UTC)[უპასუხე]