განხილვა:სოლარისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შექმნის პროცესში. გთხოვთ კორექტივებს ჯერჯერობით ნუ შეიტანთ. --Achiko-84 განხილვაწვლილი 21:27, 19 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია და კარგია, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება, რომ სახელები გადმოტანისას ქართული ენის ნორმებით სხვანაირად გადმოდის. ქრის ქელვინი არასწორი იქნება, სწორია კრის კელვინი. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:35, 19 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

შესრულებულია. --Achiko-84 განხილვაწვლილი 22:11, 19 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავამთავრე, მაგრამ ერთი სურათიანი ინფოდაფა დამამატებინეთ და ენების ჩამონათვალი კიდევ. --Achiko-84 განხილვაწვლილი 22:22, 19 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

დავარედაქტირებ ცოტა ხანში. --Henry McClean განხილვაწვლილი 04:47, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ყველაფერი გავაკეთე. ცალსახა სუბიექტურობები ამოღებული იქნა, სულ რამდენიმე იყო. მაგალითად, 2014 წლის ქართულ გამოცემაზე მიწერილი იყო, რომ ბესტსელერად იქცა - სამწუხაროდ, მხოლოდ ფაქტი წყაროს გარეშე ჩვენთვის ცალკე შეიძლება ცნობილი იყოს, მაგრამ ამას წყარო ესაჭიროება, ამიტომ 2014 წლის ვარიანტის ბესტსელერად ქცევის ხსენება ამოვიღე. დიდი მადლობა შესანიშნავი სტატიისთვის, სიუჟეტი ძალიან კარგად არის ნათარგმნი. მართალია, ზოგადად რომანის დიდი აბზაცების მოყვანა არ არის სასურველი, მაგრამ ვინაიდან კელვინის მონოლოგი ერთ-ერთი საკვანძოა, ალბათ, უპრიანიც იყო მისი აქ ჩასმა. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:45, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ასეთი შეფასებისთვის, დარედაქტირებისა და ინფოდაფისთვის. ინფოდაფაზე სურათს რაც შეეხება, როგორ ხომ არ ფიქრობთ, უპრიანი ხომ არ იქნებოდა ქართული გამოცემის ყდა ჩაგვესვა? კელვინის მონოლოგს რაც შეეხება კი ვიფიქრე რომ ძალიან დიდია, მაგრამ ზუსტად ანალოგიური მოსაზრებით ვიხელმძღვანელე-თან ამასთან ეს მონოლოგი წიგნის შემაჯამებელი დასკვნაა და მისი დასასრულიც. --Achiko-84 განხილვაწვლილი 07:53, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

პირველი გამოცემის გარეკანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. ამ ინფოდაფის ინგლისური ვარიანტის დოკუმენტაციაში გვირჩევენ, გამოვიყენოთ პირველი გამოცემის გარეკანი. ეს არანაირად არ გვიშლის ხელს, ჩავამატოთ ქართულიც, თუნდაც ინფოდაფის ქვეშ. კარგი იქნებოდა, ქართული ძველი გარეკანიც გვეშოვა, თვალსაჩინოებისთვის. Fantlab-ზე როგორც წესი, ასეთებიც დევს, უბრალოდ ამ შემთხვევაში არ ყოფილა. მაშინ დავამატებ ახალი გამოცემის გარეკანს. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:58, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი. მაშინ დაამატეთ ახალი გამოცემა. ძველს რაც შეეხება, სახლში მაქვს, გადავუღებ და რანაირად მოგაწოდოთ შემდეგ? --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:10, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზემოდან გადაუღეთ, შეეცადეთ 'ვსპიშკის' გარეშე, კარგად რომ ჩანდეს, აქეთ იქით გადახრილი არ იყოს, ანუ სწორად იყოს. imgur.com-ზე ამიტვირთეთ და აქ დამიდეთ ბმული, დეტალებს ჩავუწერ მერე ატვირთვისას. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:14, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კაი. --Achiko-84 განხილვაწვლილი 09:21, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

აი ბმული. http://imgur.com/7Vkgm2L --Achiko-84 განხილვაწვლილი 18:13, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი, დავამუშავებ და დავდებ --Henry McClean განხილვაწვლილი 18:19, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია. მადლობა. --Achiko-84 განხილვაწვლილი 18:31, 20 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]