განხილვა:რომულუსი და რემუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყოფილი რჩეული სტატია რომულუსი და რემუსი არის ყოფილი რჩეული სტატია, რაც ნიშნავს, რომ მას რჩეული სტატიის სტატუსი ჩამოერთვა. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება რჩეული სტატიის კრიტერიუმებამდე, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. შემდეგ შეგიძლიათ, კვლავ წარადგინოთ იგი რჩეული სტატიის კანდიდატად. შედარებით ძველი კანდიდატების ხილვა შეგიძლიათ ყოფილი რჩეულების არქივებში.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (2 აგვისტო, 2009).

განხილვა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა უცნობო ავტორო, სამწუხაროა რომ დარეგისტრირებული არ ხარ. ერთი პრობლემაა, მე მსურს რომულუსის ბიოგრაფია პლუტარქოსის მიხედვით დავწერო და ბევრად უფრო ვრცლად...

ლეგენდის თანახმად რომის დამფუძნებლები იყვნენ და რომაულ მითოლოგიაში მოიხსენებიან ღვთისმსახური რეა სილვიას ტყუპ ვაჟებად, რომელიც მას ომის ღმერთი მარსისგან ეყოლა. ლეგენდის მიხედვით, რომელიც პლუტარქმა და ლივიმ ისტორიად მონათლეს, რომულუსი რომის პირველი მეფე იყო.

რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო თუ რომელ მათგანს უჭერდნენ მხარს ადგილობრივი ღმერთები ქალაქის მმართველობისა და მისი სახელის მისაცემად. რომის დაფუძნების შემდეგ რომულუსმა არა მარტო შექმნა რომაული ლეგიონები და რომის სენატი, მან ქალაქს ახალი მოქალაქეები შემატა მეზობელი საბინის ტომების ქალების მოტაცებით, რის შედეგადაც საბინელები და რომაელები ერთ ხალხში აირია.

რომულუსი შემდგომში ძველი რომის უდიდესი დამპყრობელი გახდა, დაამატა რა დიდი რაოდენობით ტერიტორიები და ხალხები რომის გავლენას. მისი სიკვდილის შემდეგ რომულუსი ღმერთ კირინუსად შერაცხეს. ამჟამად რომულუსი არაისტორიულ ფიგურად, ხოლო მისი სახელი ქალაქ რომის სახელიდან წარმოებულად მიიჩნევა, რომელიც თავის მხრივ სიტყვიდან "მდინარე" უნდა მომდინარეობდეს.


"როგორ დაერქვა რომს სახელი, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის, უცნობია." - თუ ყველამ იცის, უცნობი როგორღაა? ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს ეს ფრაზა. რისი თქმა გსურდა ამ ფრაზაში trulala? შევცვალოთ, თორემ უაზრობა გამოდის. --linguistus 16:06, 22 ივლისი 2006 (UTC)

მთელმა მსოფლიომ იცის ქალაქი რომი.Trulala 16:15, 22 ივლისი 2006 (UTC)

მაშინ ეს ფრაზა ასე უნდა ეწეროს: "როგორ დაერქვა სახელი ქალაქს, რომელიც მთელმა მსოფლიომ იცის, უცნობია"... ამ შემთხვევაში წინადადების წევრების ინვერსია არ შეიძლება, ამ შემთხვევაში გამოდის რომ სახელი იცის მსოფლიომ, რომლის წარმოშობა ამავე დროს უცნობია:)...

სათაური[წყაროს რედაქტირება]

სხვა ენებში ამ სტატიას ქვია "რომულუსი და რემუსი", ჩვენც ხომ არ გაგვეერთიანებია? - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 12:32, 5 აგვისტო 2008 (UTC)

ალოოო... ა.
Symbol support vote.svg (მომხრე) – Mero ® 06:11, 4 ოქტომბერი 2008 (UTC)
Symbol support vote.svg (მომხრე)--ცანგალა () 20:59, 4 ოქტომბერი 2008 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 03:50, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)

ინფოდაფები[წყაროს რედაქტირება]

ამ სტატიის ინგლისურ ვერსიაში რამდენიმე საინტერესო ინფოდაფაა და მათი გადმოტანა კარგი იქნებოდა... ა.

interwiki[წყაროს რედაქტირება]

could someone please delete all the interwiki-links? partly they are wrong, and the correct ones are importet from wikidata. see d:Wikidata:Interwiki conflicts#Q2197/Q2186/Q1242632 (Romulus and Remus) --Akkakk განხილვაწვლილი 22:41, 6 აპრილი 2013 (UTC)

Yes check.svg Doneმიხეილ მიწერა 22:45, 6 აპრილი 2013 (UTC)