განხილვა:როი ლიხტენშტეინი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად მართებულია ლიხტენშტაინი.Zangala 18:36, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

რომელ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებ მაგას ისიც უნდა მიუთითო. რუსულად ლიხტენშტეინია რუსული ვიკიპედიის თანახმად. - ალ-ო () 19:16, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვიკიპედიის თანახმად ru:Эйнштейн, Альберт ქართულად კი აინშტაინი, ალბერტ, ხოლო stein - გერმანულად შტაინად იკითხება.Zangala 19:57, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში "ლიხტენშტეინი" უნდა იყოს, ეს კაცი ამერიკელი იყო. ვინაიდან მრავალი ამერიკელი არსებობს გერმანული გვარით, რომლებიც ინგლისურ ყაიდაზე იკითხება და არა გერმანულზე, ამის საილუსტრაციოდ თუნდაც ჯონ სტეინბეკის მაგალითიც საკმარისია, შესაბამისად ეს კაცი "ლიხტენშტეინია" და არა "ლიხტენშტაინი" ყოველივეს ერთი და იგივე პროკრუსტეს სარეცელი არ მიესადაგება (ძალიან გთხოვთ გერტრუდა სტაინის მაგალითი არ მოიყვანოს ვინმემ საპირისპიროს დასამტკიცებლად, ეგ ქალი ისე იყო ამერიკელი როგორც მე ჩინელი, ჩემთვის ცნობილ გერმანულგვარიან ამერიკელთა უმრავლესობის გვარი, ეინ–ად იკითხება და არა აინ–ად, ეს ფაქტორი კი გასათვალისწინებელია --linguistus 14:16, 21 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ასეთი ინფორმაციაა გერმანული ენციკლოპედიაში, Brockhaus Enzyklopädie გამოცემული 1990 წელს ტომი 13, გვ. 367 წერია ტრანსკრიფცია [´liktənstain]. Zangala 12:53, 22 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ასეთ 34234202342 ცალ წყაროს მოვიძიებ ამერიკულ და ინგლისურ წყაროებში, საპირისპიროს რომელიც ამტკიცებს. გერმანელების და ფრანგების შოვინიზმი კარგად არის ცნობილი... ყველა ამერიკელის გვარი, რომელიც გერმანული/ფრანგული/იტალიური/შვედური და ა.შ. წარმოშობისაა იკითხება ინგლისური ენის კანონების მიხედვით, გერმანული პროკრუსტეს სარეცელი ძალიან ვიწროა, სამყარო კი ფართო და მრავალფეროვანი! --linguistus 13:01, 22 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]