შინაარსზე გადასვლა

განხილვა:პეპ გვარდიოლა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატია კოპივო ვერ იქნება ერთი უბრალო მიზეზის გამო: იგი შექმნილია უფრო ადრე, 2010 წლის 5 აპრილს, ვიდრე, პოსტი, რომელზედაც მითითებულია. მართალია, პოსტს არ აწერია, როდის არის შექმნილი, მაგრამ მისი შემქმნელი (და იმ საიტის ადმინი) დარეგისტრირებულია საიტზე 2010 წლის 23 მაისს. შესაძლოა, ერთსა და იმავე პიროვნებასთანაც გვქონდეს საქმე (იმ საიტის ადმინი და IP, რომლიდანაც შეიქმნა სტატია). სტატიას ვიკიფიცირება ჭირდება, მაგრამ კოპივო ნამდვილად არ არის, ყოველშემთხვევაში, მითითებული საიტიდან არ არის. ასე რომ, მე ვხსნი კოპივოს თარგს, ხოლო მის ჩამსმელებს ვთხოვ (მოცემულ სტატიაში იგი მომხ.ოუზომ ჩასვა, მაგრამ მე ზოგადად ვამბობ), ასეთი ფაქტები გადაამოწმონ ხოლმე მის ჩასმამდე. ვიკიპედია თავისუფალი წყაროა და, გამორიცხული არ არის, სწორედ აქედან აკოპირებდეს დაინტერესებული პირი მასალას (და არა პირიქით).—G.G. 11:18, 7 აპრილი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჟოზეპ, ჟოზებ, ჟუზეპ, ჟუზებ

[წყაროს რედაქტირება]

IPA-ს ტრანკრიპციის მიხედვით: [ʒuˈzɛb ɡwəɾðiˈɔɫə] - მემგონი ეს გვერდი ამ ოთხიდან ერთერთ სახელზე უნდა გადამისამართდეს. ნუ ყველაზე მისაღები ჟოზეპ გვარდიოლა მგონია...— mebadury განხილვაწვლილი 11:23, 11 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არავითარი . ესპანურში ეს ბგერა არ არსებობს. --მიხეილ (მიწერა) 20:20, 21 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიშას ვეთანხმები. --ჯაბა ლაბა 20:35, 21 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არა, ესპანური რა შუშია??? კატალონიური და ესპანური ერთი ენობრივი ჯგუფიც კი არ არის... აქ მოყვანილია კატალონიურის ტრანსკრიპცია რათქმაუნდა.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:19, 29 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ახლა კარგად გავარკვიე, ჟუზებ ან ჟოზებ მემგონი გამორიცხულია, სერბები და უკრაინელები ამჯობინებენ ჟუზეპ-ს მაგრამ მე მაინც ჟოზეპ-ისკენ ვარ. საწინააღმდეგო აზრი თუ არავის გაქვთ გადავიტან.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:19, 29 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ პეპ გვარდიოლა-ზე გადატანაში დამეხმარეთ ადმინის უფლებებს ითხოვს.--GagaVaa 19:03, 27 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]