განხილვა:ოპერაციული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვფიქრობ უნდა იყოს საოპერაციო სისტემა, უფრო მართებულია. — Rastrelli F 06:25, 26 აპრილი 2010 (UTC)

Operating system ნიშნავს სისტემას, რომელიც ოპერირებს, ზმნა განგრძობითშია (არ ვიცი, რამდენად ქართულადა ვთქვი ოღონდ:)). მიუხედავად ყველაფრისა, ოპერაციული უფრო ზუსტად ასახავს მის არსს (დამკვიდრებულიც ასეა), ვიდრე ოპერატიულ მეხსიერებასთან მიმართებაში სიტყვა „ოპერატიული“. სათაურის გადატანა საოპერაციო სისტემაზე, დიდ გაუგებრობას გამოიწვევს სპეციალისტებს შორის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ოპერაციულ სისტემებს იყენებენ.—G.G. 07:43, 7 მარტი 2011 (UTC)

http://www.gia.ge/terminology/index.php?char=o&term=&stat= ამ ლექსიკონის მიხედვით საოპერაციო სისტემაა სწორი. განგრძობითი ფორმა ქართულში არაა, ამიტომ ეგ არგუმენტი ჩემთვის გაუგებარია. და სპეციალისტებს უნდა გაერკვიათ სწორი ფორმა სანამ არასწორ ფორმას დანერგავდნენ. --Ottoshmidt განხილვაწვლილი 22:21, 13 აპრილი 2011 (UTC)


საოპერაციო არის სწორი. ამაზე არცერთი კომპეტენტური პირი არ შეგვედავება. აგერ ნახეთ ქართულ ლექსიკონში მისი განმარტება:

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=10&t=5011— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა LeoKac (განხილვაწვლილი) .

მოკლედ, აქ გაუგებრობას აქვს ადგილი. gia.ge არ მუშაობს, ხოლო ბოლო ბმული არის საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. აი, ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში „ოპერაციული სისტემად“ არის ნათარგმნი. ლოგიკური კითხვა ისმის: რომელს უფრო დავუჯეროთ?— G.G. 17:33, 14 აპრილი 2014 (UTC)

გიო, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეგ ლექსიკონი წყაროდ არ გამოდგება, რადგან „თავისივე თავს“ ეწინააღმდეგება. ზოგან ისეა ზოგან ასეა. მართალია პროფესიონალი არ ვარ კომპიუტერული ტექნოლოგიებისა, მაგრამ მე ყოველთვის ოპერაციული სისტემა ვიცოდი, და როგორც ვიცი, ასეა სიტყვახმარებაშიც. ალბათ, ასეთ ვითარებაში, სანდოა კონკრეტული მეცნიერების მიერ შექმნილი ლიტერატურა, რომელიც არ მოიპოვება. - ოთოჯი განხილვა 17:49, 14 აპრილი 2014 (UTC)
მე არ ვამბობ ერთი შეცდომაა და მეორეა სწორი, „მაგრამ მე ყოველთვის ოპერაციული სისტემა ვიცოდი, და როგორც ვიცი, ასეა სიტყვახმარებაშიც,“ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვი. მსგავსი ლექსიკონების ნდობა რომ არ შეიძლება, ეგ უკვე დადასტურდა („თავისივე თავს“ ეწინააღმდეგებიან), გარდა პროფესიონალების მომზადებული „კომპიუტერული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონისა“, რომელიც, როგორც მე ვიცი, ჯერ არ შექმნილა. მოკლედ გეთანხმები ყველაფერში. — G.G. 18:08, 14 აპრილი 2014 (UTC)
დამატებითი ინფორმაციისთვის: „საოპერაციო სისტემა“ უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს (და ასეც არის), რომ თავად სისტემას ესაჭიროება ოპერაცია (მაგ:ფეხი საოპერაციაოა). ამ შემთხვევაში სისტემა გამოდის ობიექტის როლში, რომელზედაც ატარებენ ოპერაციებს, რაც გაუმართლებელია. რაც შეეხება „ოპერაციულ სისტემას“, აქ სისტემა ატარებს ოპერაციებს, როგორც, მაგ. როგორც ქირურგი (ქირურგიული ოპერაცია, ოპერაციული ჩარევა), აქ იგი სუბიექტია, რაც სავსებით მართებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქეგლი ძნელად არჩევს ერთმანეთისგან ამ ორ სიტყვას, მოყვანილი მაგალითებიდან ცხადია, რომ „ოპერაციული სისტემაა“ და არა საოპერაციო. მე აქ დავამთავრე, სანამ უფრო კომპედენტური წყაროები არ იქნება, სადაც მთლიანი სიტყვათშეთანხმება (ან „საოპერაციო სისტემა“ ან „ოპერაციულ სისტემა“) არ იქნება განმარტებული. — G.G. 07:57, 16 აპრილი 2014 (UTC)