განხილვა:მონასტრები და ტაძრები აფხაზეთში და სვანეთში. 1911, H-2802

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სათაურში 1911, H-2802 ზედმეტია. გიო ოქრო 08:59, 11 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვთვლი, რომ ზედმეტია, ეგ იმ ფონდს აღნიშნავს სადაც დაცულია. უბრალოდ სხვა ფორმით შეიძლება სათაური. მაგალითად ასე: მონასტრები და ტაძრები აფხაზეთში და სვანეთში (H-2802). Wiki - ჯაბა 10:26, 11 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ფონდს აღნიშნავს, მაგრამ ხელნაწერს ჰქვია „მონასტრები და ტაძრები აფხაზეთში და სვანეთში“, H-2802 და 1911 უკვე ცენტრის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნიშნებია, რაც სახელი არ არის. გიო ოქრო 17:48, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

დიახ, აზუსტებს ფონდს და ამაში ტრაგედის ვერ ვხედავ. --Wiki - ჯაბა 18:08, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

ტრაგედია არ არის. თუმცა, ეგ ხელნაწერის სახელსაც არ წარმოადგენს. ყველა ხელნაწერს აქვს ასეთი (მაგ., პარხლის ოთხთავს — A-1453). ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სათაურში ჩვენც უნდა ჩავუწეროთ. გიო ოქრო 18:11, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ამირანდარეჯანიანი (H-384), იოანე ოქროპირის ცხოვრება (H-2124), კატეგორია:ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდი, კატეგორია:ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდი, კატეგორია:ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდი... უამრავი სტატიაა მაგ ფორმით. შეგიძლია კონსულტაცია ვიკის გარეთ სხვა პლატფორმაზე მაგის შემქნელთან გაიარო და მერე გაასწორო, როგორც ეს ასევე ყველა, არ ვარ წინააღმდეგი. Wiki - ჯაბა 18:14, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]
ფონდები ხელნაწერთა ცენტრის შექმნილია და მაგ სახელების გარეშე ვერ დაიწერება, ასე ჰქვია ფონდს და ჩვენ ვერაფრით ვერ შევცვლით. ამირანდარეჯნიანი, როგორც ვიცი სხვადასხვა ხელნაწერებითაა მოღწეული, ამიტომ რაღაცით უნდა გაიმიჯნოს. იოანე ოქროპირის ცხოვრებას ჩამოსაცილებელი აქვს. გიო ოქრო 18:29, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე კი მაინც ვფიქრობ ყველას მისაწერი აქვს, თან ბოლოშია და ვიკიპედიაში ძიებისას ეს არაფერს ცვლის. პირიქით, ის ვინც ამას მოიძიებს ჩაწერს ან სათაურს, ან ფონდის ნომერს (იმისდამიხედვით რა ინფორმაციას ფლობს) და მოიძიებს მარტივად, ნუ გავიწყდებათ რომ ვიკიპედია იქმნება მომხმარებლებისათვის, მათთვის ძიების გასაადვილებლად და არა საკუთარი კაპრიზების დაკმაყოფილებისათვის. --Wiki - ჯაბა 18:33, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]

კაპრიზი რა შუაშია ნამდვილად ვერ გავიგე და ვერც ის, თუ როგორ ამარტივებს ძიებას H-2802 სათაურში მითითება. ხელნაწერები არასპეციალიზებულ (ანუ ზოგადი თემატიკის) ლიტერატურაში უმეტესად ცნობილია ჩვეულებრივი სახელით (მაგ., პარხლის ოთხთავი), თუმცა სპეციალიზებულ ლიტერატურაში ისინი წარმოდგენილია ფონდების მიხედვით, ეს არც უცნაურია და არც სიახლე. გიო ოქრო 18:36, 12 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]