მონასტრები და ტაძრები აფხაზეთში და სვანეთში. 1911, H-2802

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მონასტრები და ტაძრები აფხაზეთში და სვანეთშისაქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში H-2802-ის სახელით დაცული 1911 წლის ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 10 ფურცელს. მისი ზომებია 36X22 სმ. დაწერილია ქაღალდზე. ნაწერი შესრულებულია მხედრული დამწერლობით. არ აქვს ყდა. მთარგმნელი - იულონ ლომოური. რეისნერის შეუსწავლია: ილორი, ბედია, მოქვი, დრანდა, შერვაშიძეთა საგვარეულო ეკლესია, ლიხნი და სხვ. ხელნაწერის სქოლიოში მითითებულია, რომ აფხაზეთის და სვანეთის ტაძრების აღწერა რეისნერს წაუკითხავს, პეტერბურგის არქიტექტორთა საზოგადოების IX მორიგ კრებაზე 18 იანვარს, 1911 წელს. კირიონ კათალიკოსის თხოვნით, იულონ ნიკოლოზის ძე ლომოურს უთარგმნია ეს მოგზაურობა რუსულიდან ქართულად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია), ტ. VI, შედგენილია და დასაბეჭდად მომზადებული ნ. კასრაძის, ე. მეტრეველის, ლ. მეფარიშვილის, ლ. ქუთათელაძისა და ქ. შარაშიძის მიერ, ალ. ბარამიძის რედაქციით, თბ., 1953, გვ. 193