განხილვა:მარი-ელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ი ბოლოსართი უნდა ბოლოს. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 17:30, 16 დეკემბერი 2008 (UTC)

სალიტერატურო ფორმა ითვალისწინებს ქართული ბრუნვის ნიშნის გამოყენება, ასე რომ ი უნდა ჩაემატოს.--გიორგიმელა 17:34, 16 დეკემბერი 2008 (UTC)

ვერ ვწყვიტავ, თუ რომელია ქართულად მართებული მარეთი ელი თუ მარი ელი. ჩემი აზრით მარეთი ელი უფრო მართბულია. რატომ? ქსე-ის მიხედვით სსრკ-ის დროს არსებობდა (რუს. Марийская Автономная Советская Социалистическая Республика) მარეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მარეთი - ტ. 6, გვ. 431, თბ., 1983.--ცანგალა () 21:37, 16 დეკემბერი 2008 (UTC)

მარი ელი, ან მარი-ელი იქნება უფრო გამართული. ორსიტყვიან სახელებში ბოლოსართი -ეთ პირველ სიტყვას არ ემატება. რადგან ირეგულარული სახელია -ეთ ბოლოსართი საერთოდ აღარ გამოიყენება. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 22:54, 16 დეკემბერი 2008 (UTC)
„მარი ელი“ როგორც გეოგრაფიული სახელწოდება ორკომპონენტიანია და დეფისს საჭიროებს. „მარი“ ადგილობრივი მოსახლეობის აღმნიშვნელია, ხოლო „ელ“ ქვეყანას ნიშნავს. შესაბამისად, ვღებულობთ ორკომპონენტიან გეოგრაფიულ სახელწოდებას, რომელთა დაკავშირება ქართულში მხოლოდ დეფისით ხდება. ადრე მარეთის სახელწოდებით იყო ცნობილი, ხოლო ამჟამად მარი-ელი. - OTOGI Messages 15:23, 4 მარტი 2015 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა. - OTOGI Messages 11:46, 6 მარტი 2015 (UTC)