განხილვა:ლავრენტი ბერია
@M.: რატომ ჩათვალე კატეგორია:საქართველოს სსრ-ის პოლიტიკოსები ზედმეტი?--ცანგალა 11:59, 7 მარტი 2020 (UTC)
- საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის პირველი მდივნები არის უფრო ქვედა დონის კატეგორია ამ შემთხვევაში. --M. განხილვაწვლილი 12:10, 7 მარტი 2020 (UTC)
- გასაგებია.--ცანგალა 16:52, 7 მარტი 2020 (UTC)
აფხაზეთის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]ინფორმაცია, თითქოს ბერია ატარებდა აფხაზეთის გაქართველების პოლიტიკას, არის ყალბი - თავიდან ბოლომდე ოკუპანტი რუსებისა და აფხაზი კოლაბორაციონისტების მოგონილი. მტკიცებულება შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ, ასევე - აქ. ამ ნაშრომებში მოცემულია სათანადო დოკუმენტაცია და, ვიდრე უცხოელ ავტორებს მოიშველიებდეთ, გადახედეთ ქართველ ავტორებსაც. ისიც იცოდეთ, რომ ოკუპანტების მოგონილი სიცრუის ტირაჟირება კოლაბორაციონიზმია და კანონით ისჯება!
- ვიღაცამ წყაროდ სტივენ ჯონსი (2013) გამოიყენა. სტივენ ჯონს თუ მართლა მსგავსი რამ უწერია ვფიქრობ სტატიაში უნდა აღინიშნოს ყველა ავტორის მოსაზრება, იმ პირობით თუ ავტორის შესაბამისი ატრიბუცია მოხდება. თუმცა პრობლემა ის არი, რომ წყაროში გვერდი არასწორად უნდა იყოს მითითებული, 52-ე გვერდზე არაფერი წერია ბერიას და არც აფხაზეთის გაქართველების შესახებ. Georgiano განხილვაწვლილი 11:30, 13 თებერვალი 2022 (UTC)
- ბერიას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ახალი გამოგონილი დანაშაულიც რომ არ ავკიდოთ. მოყვანილ ილუსტრაციაში ნათლად ხედავთ ამ სტატიის ავტორის მიერ ან ისტორიის სრულ უცოდინარობას ან შეგნებულად მის გაყალბებას ვიღაცის საამებლად.
- ლ. ბერიამ სცადა ნ. ლაკობას და მანამდე კი, რუსული ცარიზმის მიერ გაფუჭებული ვითარების გამოსწორება, ქართველებსა და აფხაზებს შორის ენობრივი ურთიერთობების იმ ფორმის აღდგენა, რაც რუსის შემოსვლამდე იყო. დიახ, მან დააბრუნა ზოგიერთი ქართული ტოპონიმი, რომელიც XIX საუკუნეში რუსებმა შეცვალეს.
- რაც შეეხება ანბანის ცვლილებას (საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აფხაზურ მეტყველებას ყველაზე მეტად ქართული ანბანი გადმოსცემს), ეს საკავშირო გადაწყვეტილება იყო, როდესაც მოკავშირე რესპუბლიკებში შემავალ ავტონომიური ერთეულებში ადგილობრივი დამწერლობა მოკავშირე რესპუბლიკის დამწერლობის საფუძველს დაეყრდნო.
- დიახ, ხელს უწყობდა მცირემიწიან და უმიწო მთიანი რეგიონებიდან ქართველების ჩასახლებას საქართველოს სხვა ნაწილში, ამ შემთხვევაში აფხაზეთში, რითაც: 1) ეკონომიკურად ამოისუნთქავდა ეს ხალხი; 2) იქ შემცირდებოდა სსრკ-ს სხვა რეგიონებიდან უცხო ტომელთა ჩამოსახლება, რაც არ მისცემდა საშუალებას სხვებს, კონტროლი დაეწესებინათ საქართველოზე.
- ბევრი რამ რაც კარგი გაკეთებული აფხაზეთში (ინფრასტრუქტურა, მეურნეობა) სწორედ ბერიას სახელს უკავშირდება, რომელიც თვითონ იყო აფხაზეთელი, სოფელ მერხეულიდან. 188.169.64.176 11:40, 13 თებერვალი 2022 (UTC)
მომხმარებელი, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია შემოიტანა (საუბარია მომხმარებელ @M.:-ზე) ამჟამად დაბლოკილია ხანგრძლივი ვადით (ვადა გასდის 14 ივნისს). ვფიქრობ როდესაც დაბრუნდება პასუხს გაგცემთ თუ რატომ მიუთითა ყალბი წყარო, რომელშიც გვერდიც კი არ ემთხვევა. --Wiki - ჯაბა 14:49, 13 თებერვალი 2022 (UTC)
- მე უკვე მივწერე აღნიშნულ მომხმარებელს და გაფრთხილებაც მიიღო. იხ. აქ. Wiki - ჯაბა 15:08, 13 თებერვალი 2022 (UTC)
- თუ ეგრეა, სტატიიდან ის აბზაცი რატომ არაა ამოღებული? 188.169.64.176 17:36, 13 თებერვალი 2022 (UTC)
- ნამდვილად ეგრეა, თუმცა თქვენ არ ხართ რეგისტრირებული და ამიტომ ძველ ვერსიას ხედავთ. Wiki - ჯაბა 19:31, 13 თებერვალი 2022 (UTC)
- თუ ეგრეა, სტატიიდან ის აბზაცი რატომ არაა ამოღებული? 188.169.64.176 17:36, 13 თებერვალი 2022 (UTC)
რას გავს ეს სტატია ვის მოუნდება ამის წაკითხვა, ან ქვეთავებად დაყავით, ან რაღაცა ხელი გაანძრიეთ ლანძღვაში ყველა მაგარია. ანდა განხილვის გვერდზე რომ წერთ ან ხელი მოაწერეთ, ვინ დაწერა, როდის დაწერა, ან მონიშნეთ რას გულისხმობთ. რა უნდა გაიგოს ადამიანმა.--Gaga.vaa (განხილვა/წვლილი) 11:19, 28 აპრილი 2022 (UTC)