განხილვა:კუირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამ სიტყვიდან queer რომელი ასო იკითხება როგრც „ა“? რატომ ქვიარი და არა ქვირი ან საერთოდაც ქუირი?--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 06:56, 12 მაისი 2014 (UTC)

ინგლისურ ალფაბეტში როგორც მოგეხსენებათ ასო r იკითხება როგორც 'არ' და არა როგორც ქართული 'რ', ისევე როგორც მაგალითად c - 'სი'. ამ სიტყვაში სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ანუ ipa-ს მიხედვით იკითხება როგორც 'kwɪə(ɹ). შეცდომის თავიდან ასარიდებლად გადავხედე ინგლისურ ვიქსიკონს და დავრწმუნდი იმაში, რომ ქართული სახელწოდება გაცილებით ზუსტია, ვიდრე მაგალითად რუსული (ru) --Waiper 07:57, 12 მაისი 2014 (UTC)
მართალია ინგლისურში r იკითხება როგორც არ, მაგრამ აქ უფრო მეტად გასათვალისწინებელია ის თუ როგორ გადმოდის ესა თუ ის კონკრეტული ასო ქართული ენის ნორმების თანახმად--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 08:43, 12 მაისი 2014 (UTC)
გადასახედია სათაური. მივიღოთ მხედველობაში, რომ მაგ., Quincy ქართულად არის კუინსი და არა ქვინსი (queer). გარდა ამისა ee იქნება , შესაბამისად სწორია კუირი. (იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში). გარდა ამისა, q პატარა ასოთი რატომ წერია ფრჩხილებში ?. - ოთოჯი განხილვა 09:39, 12 მაისი 2014 (UTC)

გუშინ მეც მინდოდა ამაზე განხილვაში დაწერა. მოვისმინოთ ლეგენდარული სიმღერა ამ წამიდან. :) (forvo-ებს და ეგეთებს აღარ დავდებ) --Henry McClean განხილვაწვლილი 09:45, 12 მაისი 2014 (UTC)

გეთანხმები ოთო კუირი უნდა იყოს. ამ ბოლო დროს ძალაინ მოიმატა ქართულში ინგლისური სიტყვების არასწორად დამკვიდრების მცდელობამ.--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 09:46, 12 მაისი 2014 (UTC)

Quincy და Queer საკმაოდ განსხვავდება ასოების განლაგებით, უმჯობესი იქნებოდა შეგვედარებინა სიტყვა Queen-თან. შესაბამისად სრულიად გეთანხმებით რომ შეიძლება დავწეროთ ასო -ს მაგივრად უი მაგრამ არამც და არამც იმაში, რომ კუირი არის სწორი ვარიანტი, ისევე როგორც არ არის სწორი კუინი. გადავხედე ანალოგიურ კონფლიქტებს თვალი და ვფიქრობ დროა ჩამოყალიბდეს სტანდარტი რომელიც დაეყრდნობა საღ აზრს და გრამატიკულ მართებულობას და არა გაუაზრებელ და მოუქნელ სისტემას. და რატომ უნდა იყოს დიდი ასოთი q, საკუთარი სახელია თუ ახალი წინადადება?--Waiper 10:17, 12 მაისი 2014 (UTC)

ქართული ენის ნორმებია გაუაზრებელი, აკადემიკოსები ? და შენ ხარ გააზრებული ?, სასაცილოა. განხილვაში მონაწილეობის სურვილი დამეკარგა. - ოთოჯი განხილვა 10:10, 12 მაისი 2014 (UTC)
დიახ სრულიად გაუაზრებელია რადგან არ არის გათვალისწინებული ქართულ ენაში არსებული ასობგერები , და გადმოღებული რუსული ენის გრამატიკა თავიდან ბოლომდე და არანაირად არ ეყრდნობა ქართულ ენას. ციდი ის არის რომ არავინ არ ცდილობს ამ მანკიერების გამოსწორებას, თქვენ თუ გნებავთ სასაცილოდ ჩათვალეთ, მაგრამ ქართული ენა მახინჯდება რუსული ენის ზეგავლენით, რომელიც დაამკვიდრეს თქვენმა ხსენებულმა „აკადემიკოსებმა“.--Waiper 10:17, 12 მაისი 2014 (UTC)
ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ფრიად მძიმე განხილვა იყო - განხილვა:მადისონი (უისკონსინი) --Henry McClean განხილვაწვლილი 10:20, 12 მაისი 2014 (UTC)
დადე ბმულის სახით „ახალი აკადემიკოსების“ მიერ გაკეთებული ახალი ნორმები. გელოდებით. მითითებულ განხილვაში ამხელა ამბავი არ უნდა ამტყდარიყო, რადგან თითოეულ ენას გააჩნია გამონაკლისები. სტანდარტიზაციას ყველა დასახელებას ვერ მოარგებ, ეს ცალსახაა (ჰენრი). - ოთოჯი განხილვა 10:36, 12 მაისი 2014 (UTC)
„ახალი აკადემიკოსები“ რომ არსებობდენ აქ ამაზე არ ვიდავებდით :) არაფერი განსაკუთრებული არ ამტყდარა, როგორც ამბობენ „კამათში იბადება ჭეშმარიტება“ და იქნებ ამ საკითხსაც ეშველოს როდესმე. რაც შეეხება Henry-ს დადებულ განხილვას, ერთგან შევამჩნიე ამტკიცებდნენ რომ Adams უნდა იწერებოდეს ედამსი რაც არასწორია, რადგან აღნიშნული ედამსად არ წარმოითქმის.--Waiper 10:50, 12 მაისი 2014 (UTC)
გასაგებია, არ არსებობენ. შესაბამისად, ვინც არსებობდა იმათ შექმნილს უნდა დავეყრდნოთ (ვიკიპედიაში ასეა მიღებული), ხოლო როდესაც „ახლები“ გამოჩნდებიან შემდეგ გავაგრძელოთ მე და თქვენ დისკუსია :). - ოთოჯი განხილვა 10:57, 12 მაისი 2014 (UTC)
შევთანხმდით))) მაშინ რაღა გზა გვაქ, გადავიტანოთ სახელწოდება კუირზე, ტექსტში უკვე შევცვალე.--Waiper 11:13, 12 მაისი 2014 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა. გმადლობთ, რომ თანამშრომლობთ. :). - ოთოჯი განხილვა 11:16, 12 მაისი 2014 (UTC)

საერთოდ ამ შემთხვევაში მივემხრობოდი ორიგინალში დატოვებას. მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება ეს სიტყვა, არა? მერე რა, რომ რეგიონალურად წარმოითქმის ადგილოვრივი აქცენტით (квир, ქვირი, კვირი და ა.შ.)? :) ეს ისე, უბრალოდ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:51, 12 მაისი 2014 (UTC)

თუ არსებობს შესაძლებლობა დავტოვოთ ჩვენც ქართულად, რა პრობლემაა, მაინც როგორც ასეთი ტერმინია. - ოთოჯი განხილვა 12:05, 12 მაისი 2014 (UTC)

@Identoba1: ეს მომხმარებელი არ იცავს წესებს და ხშირად შლის მოცემული ტექსტის გარკვეულ ნაწილს რითაც ირღვევა ტექსტის ერთიანობა და აზრი ეკარგება. ვინმემ აუხსნას სტატიის რედაქტირების წესები --Waiper ვიკი ჩვენი არსობისა 10:08, 18 სექტემბერი 2015 (UTC)