განხილვა:კავიანის ციხე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადგილმდებარეობა[წყაროს რედაქტირება]

ეს ციხე ორჯერ აქვს აღრიცხული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, N13705 კავიანის ციხე, ქედა და N11841 ხიჭაურის ციხე, შუახევი. საქმე ისაა, რომ ხიჭაურის ციხის აღწერილობაში ის კავიანის ციხედ მოიხსენიება და სრულად ემთხვევა კავიანის ციხის იმ აღწერას, რაც გვაქვს და რომელიც ქედის მუნიც. საიტზეა. ხიჭაურის ციხის (11841) კოორდინატები ზუსტია, ხოლო კავიანისა (13075) წერია რომ კოორდინატები დასაზუსტებელია. რუკაზე ჩანს, რომ ორივე კავიანის ციხეც (დაუზუსტებელი) და ხიჭაურიც (ზუსტი კოორდინატი) ახლოსაა შუახევი ქედის საზღვართან, კავიანს 2006 მიენიჭა სტატუსი, ხიჭაურს - 2009. მოკლედ, ეს ორი ძეგლი ერთიდაიგივეა, უბრალოდ შეცდომით იყო აღრიცხული და შემდგომში დაზუსტდა --M. განხილვაწვლილი 17:08, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეც დავინტერესდი ამ ციხის მდებარეობით, მამულაძეს უწერია რომ „მდებარეობს ხიჭაურის გაღმა“-ო რუკას თუ დავხედავთ ხიჭაურის გაღმა ძალიან მარტივად შეიძლება არსებობდეს ქედის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრე და ამიტომ დავტოვე ქედის მუნიციპალიტეტში, კატეგორია არ შევუცვალე. --Wiki - ჯაბა 17:24, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
სოფლის გაღმა არის, მაგრამ შუახევის ტერიტორიაზეა N11841 რუკის მიხედვით, კატეგორიაც შესაცვლელია და ტექსტიც --M. განხილვაწვლილი 18:19, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგრამ მაგ გვერდზე იმდენი შეცდომებია ეგ კოორდინატებიც არ მგონია სწორი. --Wiki - ჯაბა 19:45, 12 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

რაკი დაზუსტებული წერია, არ გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ, სადაც სათუოა, თავად აქვთ მითითებული დაუზუსტებელი --M. განხილვაწვლილი 04:53, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

და როგორ უნდა ენდო, როცა თავად ამბობ რომ ორჯერ აქვთ აღნუსხული? მე მაგ ორგანიზაციასთან მაქვს დიდი ხნის და მჭიდრო ურთიერთობა და თავად ამბობენ რომ კოორდინატები აქვთ არეული და ასევე შეცდომებია ბევრი. რამდენიმე თვის წინ თანამშრომლობაც კი შევთავაზე მოხალისეობრივად და ველოდები პასუხს. --Wiki - ჯაბა 06:03, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

რომელიც სწორადაა აღწერილი, იმას ვენდობი. ესეც ნახე და ესეც, საკმარისი საფუძვლებია იმისთვის, რომ შუახევი მივუთითოთ და არა ქედა. ქედის მუნიციპალიტეტი სად წერია საერთოდ, მამულაძის წიგნში ქედა წერია? --M. განხილვაწვლილი 06:26, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სად წერია და სტატიაშიც არის ბმული მითითებული და კულტურული მემკვიდრეობაც წერს (ზემოთ თავად მიუთითე). მამულაძის წიგნში რომ ეწეროს დავწერდი. --Wiki - ჯაბა 06:32, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მით-უმერტეს, ლიტერატურული წყარო თუ არ გვაქვს და მხოლოდ ბმულებით თუ წყდება პირველი სტატიაში არის ქედის მუნიციპალიტეტის ბმული. ამის საპირისპიროდ არსებობს შუახევის მუნიციპალიტეტის ბმული. ეს ორი ერთმანეთს გამორიცხავს. მეორე არსებობს ერთმანეთის გამომრიცხავი ბმულები კულტ. მემკვიდრეობის სააგენტოსი, მაგრამ ერთი, რომელიც ქედაზე მიუთითებს (1) ამბობს რომ კოორდინატი დაუზუსტებელია, (2) არ აქვს ფოტო (3) მიუთითებს რომ ციხე დანგრეულია (4) არის უფრო ძველი, 2006 წლის; ხოლო მეორე ბმული რომელიც მიუთითებს რომ შუახევში შედის (1)ამბობს რომ კოორდინატი ზუსტია (2) ახლავს ფოტომასალა (3) სადაც ჩანს რომ ციხე რეალურად არსებობს (4) არის შედარებით ახალი, 2009 წლის. ამ ორ ბმულს შორის შედარებით უფრო სანდო არის ის, რომელიც შუახევზე მიუთითებს. მესამე არსებობს აჭარის კულტ მემკვიდრეობის სააგენტოს (რომელიც ცალკე უწყებაა) ბმული, რომელიც ასევე შუახევზე მიუთითებს. ამოწურულია ჩემი აზრით ეს და შემაქვს ცვლილება, თუ გამოჩნდება უფრო სანდო ლიტერატურული წყარო, შეიცვლება შემდეგ --M. განხილვაწვლილი 06:42, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეილი დავაგზავნე აჭარის კულტურულ მემკვიდრეობაშიც, შუახევშიც და ქედაშიც. დაველოდოთ პასუხს. თუ ვერ მივიღეტ შემდეგ ტელეფონზე დავრეკავ. --Wiki - ჯაბა 06:42, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფერი არ არის ჯერ გადაწყვეტილი. გასაგებად დაგიწერე რომ ის ორგანიზაცია რომელსაც შენ ენდობი თავად ამბობს რომ შეცდომები აქვთ. დაველოდოთ პასუხს. არსად გვეჩქარება. --Wiki - ჯაბა 06:45, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის წესის მიხედვით სანამ საკითხი გადაწყვეტის პროცესშია არ ვცვლით არაფერს. --Wiki - ჯაბა 06:47, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცვლილების განხორციელება არ შეიძლება სტატიაში? ბმულები და ინფორმაცია დავამატე. თუ საწინააღმდეგო პასუხს მიიღებ, შემდეგ შეგიძლია შეცვალო --M. განხილვაწვლილი 06:50, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიახ. ინფორმაციას როგორც კი მივიღებ მერე შევცვლი. მე არ ვამბობ რომ მე ვარ მართალი და შენ მტყუანი. უბრლაოდ მინდა სწორი ინფორმაცია იყოს ვიკიპედიაში. ვიკიპედია:ვიკის უყვარს ძეგლები/ძეგლების სია/აჭარა/ქედის მუნიციპალიტეტი აქ რომ ამოშალე ესეც ქედას ამბობს ხედავ? --Wiki - ჯაბა 06:52, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

აგერ წყარო, რომელიც წერს რომ კავიანის ციხე არის დანდალოში. თავი შეიკავე ვანდალიზმისაგან. --Wiki - ჯაბა 06:54, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

და მანდვე არ აქვთ გარკვეული კიდევ იმის დასტურად რომ ცდებიან. დაველოდოთ პასუხს. --Wiki - ჯაბა 06:56, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიიდან ნუ შლი ცვლილებას, რომლსაც ახლავს წყარო და ბმული. როდესაც გექნება უფრო ზუსტი წყარო, მიუთითე, მაგრამ ცვლილებების წაშლის უფლება არ გაქვს --M. განხილვაწვლილი 06:57, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოგწერე და უნდა წაიკითხო რომ წესის მიხედვით სანამ არ გადაწყდება ცვლილებები არ შეგვაქვს. --Wiki - ჯაბა 06:59, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

wikimapia.org-ზე შუახევს ეკუთვნის. თუმცა პასუხებს დაველოდები სამივე უწყებიდან. --Wiki - ჯაბა 07:19, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლოკალიზაცია[წყაროს რედაქტირება]

კავიანის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
კავიანის ციხე — საქართველო
კავიანის ციხე
კავიანის ციხე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
კავიანის ციხე
მიშა მადლობა, მაგრამ ამ ორი რუკით სხვადასხვა მუნიციპალიტეტია. პირველი ვიკიმაპია ამბობს რომ შუახევია და მეორე რუკა ამბობს რომ ქედაა. როგორც ვიცი მუნიციპალიტეტების საზღვრები არ შეცვლილა. --Wiki - ჯაბა 07:30, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეგება ამ წყაროს უფრო ვენდოთ?--Surprizi განხილვაწვლილი 07:41, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქ ვერაფერი გავარკვიე. მაცნე.გოვ.ჯი-ზე არაფერი იქნება ვითომ? --Wiki - ჯაბა 07:44, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ვნახე: ქედის რაიონშ არაფერი წერია. შუახევის რაიონში ხიჭაურის ციხე უწერიათ. --Wiki - ჯაბა 07:48, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

კავიანის (ხიჭაურის) ციხე კავიანის (ხიჭაურის) ციხე შუახევის მუნიციპალიტეტში. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ჩემი აზრით კავიანის სახელით, რომ არსებობდეს ციხე იქნებოდა შეტანილი ენციკლოპედია „საქართველო“-ში. ქსე-ში არ არის, მაგრამ არსებობს სოფელი ხიჭაური. აქედან გამომდინარე ხიჭაური და კავიანი ერთი ციხეა.--ცანგალა 08:17, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში არის შეტანილი შუახევის მუნიციპალიტეტის ბოლოში. კულტურის სექციაში ხიჭაურის ციხის სახელით. --Wiki - ჯაბა 08:21, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

იქვე ქედის მუნიციპალიტეტის (რაიონი) ბოლოში კულტურის სექციაში კავიანის ციხის სახელით არაფერი წერია. --ცანგალა 08:45, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეგ დავწერე უკვე ზემოთ. --Wiki - ჯაბა 08:48, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

@David1010: კავიანის ციხე მომხმარებელი:Surprizi Copyright. აქედან გამომდინარე სტატია დასაბლოკი კი არ არის, არამედ წასაშლელი.--ცანგალა 08:53, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სულაც არაა წასაშლელი, მასე რომ მივყვეთ ქართული ვიკიპედიის 80 % და შენი შემოტანილი სტატიების 100 % წასაშლელია. ჩვენ ახლა ვმსჯელობთ სტატიის მართებულ შინაარსზე, რაც თუ გაირკვა დაბრუნდება მ.-ის ცვლილებები და სტატიას ეშველება. მოკლედ სულ სხვა მიმართულებით ნუ მიგყავს განხილვები. --Wiki - ჯაბა 09:02, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

იმ 80%-ში შენი და შენი მოსწავლეების მიერ დაკოპირებული სტატიებიც არის, ხოლო რაც შეეხება ამ სტატიის ეს სტატია უნდა წაიშალოს, რადგან Copyright. იხ. ვიკიპედია:საავტორო უფლებები--ცანგალა 09:21, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია არ წაიშლება სანამ არ გაირკვევა რამე. --Wiki - ჯაბა 09:25, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია გაურკვევლობის გამო კი არ უნდა წაიშალოს, არამედ ვიკიპედია:საავტორო უფლებები არის დარღვეული. ხოლო როდესაც რამე გაირკვევა კვლავ იქნეს შემოტანილი ქართულ ვიკიპედიაში.--ცანგალა 09:49, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
მსგავსი შემთხვევა (სტატია წაშლილიყოს და უკან შემოგვეტანოს) სულ ორიოდე მახსოვს ისიც მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ საკუთარ თავზე ჰქონდათ დაწერილი სტატია. მაგ პრობლემას წაშ₾ის გარეშეც ეშველება. --Wiki - ჯაბა 10:01, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]
აი საკადასტორსი და ვიკიმაპიის (თანამგზავრული) რუკების შერწყმული ვარიანტი. სახელმწიფოს თვალში ციხე ქედის მუნიციპალიტეტშია.

საერთოდ მიმაჩნია რომ უნდა შემოვიღოთ წესი რუკების აწყობასთან დაკავშირებით.--Surprizi განხილვაწვლილი 11:11, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს საკადასტროსა და მაიჯეორჯიას რუკები ემთხვევა ერთმანეთს. --Wiki - ჯაბა 11:12, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, ამ კონკრეტულში ესეა, სხბაგან არ ვიცი.--Surprizi განხილვაწვლილი 11:16, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]