განხილვა:იური ბოგოლიუბსკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადავიტანოთ გიორგი რუსი–ზე — Taro განხილვაწვლილი 15:48, 22 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადმინებს ვთხოვ ეს გვერდი წაშალონ, გადატანისათვის ადგილის დასათმობად. – BruTe () 17:33, 11 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ განმარტოთ რატომ უნდა იქნეს გადატანილი?--ცანგალა () 17:43, 11 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
სათაური უნდა იყოს იური ანდრიას ძე, როგორც იწყება ტექსტი 2006 წელს. https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1_%E1%83%AB%E1%83%94&redirect=no მოცარტის შეცვლილია.--ცანგალა () 18:16, 11 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ოფიციალური პოლიტიკის თანახმად, ძირითადი სათაური უნდა იყოს უფრო ფართოდ გავრცელებული სახელი, ამ შემთხვევაში გიორგი რუსი. ამავე პოლიტიკის გამო გვაქვს ძირითად სათაურებად დოდო აბაშიძე, ვანო მერაბიშვილი და სხვა მრავალი. – BruTe () 05:41, 12 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მითითებულია რამდენიმე ლიტერატურა მეცნიერებების მიერ არის შექმნილი და იქ გიორგი რუსი წერია? სასკოლო სახელმძღვანელოები კი როგორც მახსოვს წყაროდ არ გვაქვს მიჩნეული. ხოლო რას შეეხება დოდო აბაშიძე, ვანო მერაბიშვილი (სასჯელი ვანოს აქვს თუ ივანეს?), თინა ხიდეშელი და ა. შ. სამწუხაროდ ეს ვიკიპედიის სწორი პოლიტიკა არ არის. მომხმარებლებმა უნდა ისწავლონ ასანთი და არა სპიჩკა. გადამისამართება უნდა იყოს სპიჩკიდან (სამწუხაროდ უფრო გავრცელებული ფორმაა) ასანთზე და არა პირიქით. იგივე უნდა იყოს პიროვნებებზეც. --ცანგალა () 11:25, 12 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
ხოლო მომხმარებელი:Taro James დაბლოკილია და ეს არ იქნება უსამართლოდ გაკეთებული. --ცანგალა () 11:27, 12 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
ეგ მომხმარებელი თუ დაბლოკილია არ ნიშნავს, რომ მისი დაწერილი ყველაფერი სისულელეა. ეს პიროვნება ისტორიაში უფრო მეტად ცნობილია როგორც გიორგი რუსი და ვიკიპედიის (არამარტო ქართული ვიკიპედიის) პოლიტიკიდან გამომდინარე სწორედ ეს უნდა იყოს სტატიის ძირითადი სათაური.--დათო1010 11:51, 12 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
ეტყობა როინ მეტრეველი შეცდა. ისე ასეთ პასუხს ველოდი. გიორგი რუსი, იხ. ქსე, ტ. 3, გვ. 165, თბ. 1978. მგონი ჯაბას აქვს ქართული ენციკოპედია იქნებ ნახოს რა წერია (მადლობა ჯაბას).--ცანგალა () 15:26, 12 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენციკლოპედია, ტ. 2 გვ. 32 - გიორგი რუსი, იხ. იური ანდრიას ძე, თუმცა მე სანდროს ვეთანხმები, სჯობს გავრცელებული სახით დაიწეროს. --ჯაბა 1977 14:23, 13 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჯაბა. ახალი ენციკლოპედიაც იგივეს გვეუბნება. ვიკიპედია როგორც ვიცით ნორმებს და წესებს ვერ ცვლის. --ცანგალა () 15:07, 13 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: მართლწერის ნორმებს და წესებს თუ გულისხმობ, სულ ტყუილად, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ამ განხილვაში იმაზე არ ვბჭობთ თუ რომელია ამ პიროვნების სახელის სწორი ფორმა (ისე ორივე სწორია), არამედ რომელია უფრო გავრცელებული. ეს ადრეც ხშირად ამიხსნია. აქ საუბარი მიდგომაზეა, ქსე სათაურში ოფიციალურ სახელს იყენებს, ჩვენ - გავრცელებულს. მართლწერის ნორმებს არ ვცვლით და არ ვარღვევთ, თუმცა არც იმის ვალდებულება გვაქვს რომ საბჭოთა ენციკლოპედიის მიდგომები მოვიხვიოთ თავს. – BruTe () 05:52, 17 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
მაინტერესებს სად არის გავრცელებული პრესაში?--ცანგალა () 17:27, 17 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]
საბჭოტა რა შუაშია ახალი „ქართული ენციკლოპედია“ იგივეს წერს. ჯაბას პასუხი წაიკითხე.--ცანგალა () 17:36, 17 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]