განხილვა:ვოვკივსკე (ლოხვიციის რაიონი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრობლემატური საკითხია უკრაინული სოფლების სახელების გადმოცემა ქართულში. მაგ., უკრ. Вовк[івське] არის მგელი, რუსებს კი ეს თარგმნილი აქვთ როგორც Волк[овское]. ახლა მაინტერესებს საიდან უნდა გადმოვიდეს სახელები? მშობლიური თუ რუსული ენიდან? გიო ოქრო 15:30, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ადრე დამკვიდრებული წესის მიხედვით უკრაინული და ბელარუსული სახელები შემოდიოდა ისე როგორც ეს რუსულადაა. ამის მიხედვით მაქვს მეც შემოტანილი ყველა უკრაინული სახელწოდებები--დათო1010 16:57, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეც ასე შემომაქვს ბელარუსულები. გიო ოქრო 17:01, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
გამახსენდა ვიღაც მომხმრებელი რომ გვისწორებდა უკრაუნულზე. ჩვენ გავაგრძელოთ როგორც წყარო გვაქვს. სამწუხაროა, მაგრამ რუსულიდან.--ცანგალა 17:06, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
განხილვა:ზალიზნე — ეს არის მგონი ხო? მართლაც სამწუხაროა და ერთგვარად არასწორად მიმაჩნია სხვა ქვეყანაში მდებარე ობიექტების სახელების რუსულიდან გადმოტანა, მაგრამ რას ვიზავთ. გიო ოქრო 17:14, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ერთი რასაც ვერ შევცვლით ესაა უკრაინის ქალაქები რადგან ამისი წყარო გვაქვს იგივე ქსე-ს რუკის სახით და ესეც რომ არ იყოს ქალაქების უმეტესობის დღევანდელი სახელების წყარო მრავლადააა. რაც შეეხება სოფლებს, აქ ვფიქრობ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ისინი უკრაინულად დავწეროთ რადგან მათზე წყარო ფაქტიურად არ გვაქვს. გამონაკლისი იქნება ისტორიული მნიშვნელობის დასახლება რომელიც ქალაქების მსგავსად უკვე დამკვიდრებულია.--დათო1010 17:26, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მაგ., ბელარუსის ზოგიერთ ტბაზე გვაქვს წყარო (ქსე), მაგრამ ზოგიერთზე — არა. ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? ან ორივე რუსულიდან ავიღოთ, ან ორივე ბელარუსულიდან ავიღოთ ანდა რაზეც გვაქვს წყარო რუსულიდან (ე. ი. ქსე-დან), რაზეც არ გვაქვს — ბელარუსულიდან (მაგრამ არ მგონია ეს მესამე სწორი იყოს). გიო ოქრო 17:38, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ ბელარუსული საერთოდ სხვა შემთხვევაა, რადგან ფაქტიურად ყველაფერი რუსული აქვთ და ბელარუსულს არც არავინ იყენებს. ჯობია თუ რამეს შევცვლით მხოლოდ უკრაინულზე გავაკეთოთ--დათო1010 17:54, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
მეც მასე ვფიქრობ. ისეკი ჩემი აზრით ეს ყველაფერი წესებში უნდა გავწეროთ. გიო ოქრო 17:59, 7 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]