განხილვა:ვირგულინუ ფერეირა და სილვა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგესალმებით :) გმადლობთ, რომ შეასწორეთ სტატია. ერთ საკითხზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, კერძოდ, პორტუგალიური "ão"-ს ქართულად გადმოტანაზე. ჩემთვისაც ნაცნობია ტრანსლიტერაციის ის წესი, რომლის მიხედვითად შეასწორეთ, მაგრამ, ფაქტია, რომ აშკარად მოძველებულიც არის და არასწორიც. თავის დროზე, როგორც ჩანს, რუსულის მიხედვით გადაწყვიტეს, რომ გადმოეტანათ, როგორც "ან", მაგრამ, სინამდვილე ისაა, რომ თავად პორტუგალიელებისა და ბრაზილიელების ნათქვამში "ნ"-ს კვალიც კი არ ჩანს. ã არის ცხვირში მოყრუებული "ა", რის ზუსტი შესატყვისი ბგერა ქართულში არ გვაქვს და ამიტომ, ავტომატურად გადმოვა, როგორც "აუ" ან "აო". თავად ბრაზილიელები Lampião-ს გამოთქვამენ, როგორც "ლამპიაუ", João-ს-როგორც "ჟოაუ" ან "ჟუაუ", ხანდახან "ჟოაოც", მაგრამ, არცერთ შემთხვევაში, როგორც "ჟუან".წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Solveig79 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ადრე შემხვდა სადღაც (ახლა ვეღარ ვპოულობ) განხილვა ამ თემაზე. მოცემული იყო João-ს გამოთქმა („ჟოაუ“) და მრავალი ბრაზილიელი ამბობდა, რომ მასე არ გამოითქმისო. მახსოვს, ერთ-ერთს (ამ სახელის მატარებელს) ეწერა, რომ გამოითქმის როგორც „Joo-uh-un“, ანუ ბოლოში „აუ“ გადადის „ნ“-ში. ალბათ, წესიც აქედან იქნა შემოღებული, რის მიხედვითაც „ão“ → „ან“. გიო ოქრო 09:08, 28 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]