განხილვა:ვარსკვლავური ომები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავამატე ინფორმაცია. ასევე გავასწორე რამოდენიმე პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი შეცდომა. გთხოვთ დაადასტურეთ.--Dimitri Dzebisashvili განხილვაწვლილი 19:55, 12 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

@Dimitri Dzebisashvili: ინგლისურ ენაში - The lost one (დაკარგული), The Chosen One (რჩეული). Which one? (რომელი) Rogue One-ს აქვს შესაბამისი სახელწოდება, ეს One სავარაუდოდ არ ითვლება "ერთად". მარტო Rogue არაფერს მოგვცემდა, რომ არა One. გარდა ამისა - ფილმის სტატიას ეწოდება განდევნილი: ვარსკვლავური ომების ამბავი (აქ არის ზუსტად დაცული ინგლისური სახელწოდების თანმიმდევრობა და არ არის პრიოტეტული ეს რუსულიდან ადაპტირებულები). --Abandoner განხილვაწვლილი 05:57, 27 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბევრი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მოკლედ რომ ვთქვათ! ფილმი გააქვთ ნანახი? როგორც მე ვხედავ არა ან და ეთყობა გამოგრჩათ სცენა სადაც მიდის ლაპარაკი მაგაზე. შესაბამისად ზემოდ ხსენებული ახსნები, 'უცნობი' ინგლისურის სწავლებები სრულიად უადგილოა. და რაც შეეხება 'რუსულიდან ადაპტაციას' მაგაზე გირჩევთ ჩვენ 'High Class' კინოთეატრების მონოპოლისტურ ქსელს მისცეთ რჩევები ეგ მაგათ უფრო ეხებათ! ეგრედ წოდებული 'რუსულიდან ადაპტაცია' ხშირად ბევრად მიღებული და სწორი ფორმაა ჩვენი რეგიონისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ მაგაზე რომ რუსეთში ფილმებს უკეთდება ოფიციალური დუბლირება და კონტენტის გადათარგმნა იქ არსებული მსოფლიო კინოინდუსტრიის კინომწარმოებელი კომპანიების მიერ (Sony Pictures, 20 Century Pictures, Disney Pictures და ა. შ.). --დიმიტრი 16:42, 28 მაისი 2017 (UTC)

@Dimitri Dzebisashvili: დავიწყოთ იქიდან, რომ სტატიების უმეტესობა „ვარსკვლავურ ომებზე“ ჩემ მიერ არის აქ დაწერილი (სხვა მომხმარებლის სახელით) და ეგეთი ნული არ ვარ ამ საკითხში, კიდევ კარგი. რაც შეეხება ამ ფილმს - დიახ, ნანახი მაქვს თვეების წინ ორიგინალურ ენაზე. და ზუსტად მახსოვს სცენა, სადაც ის პერსონაჟი გადამცემით ეუბნება სპონტანურად მოფიქრებულ სახელს Rogue One. მიუხედავად ამისა, გამომდინარე სწორედ რომ ინგლისური ენის თავისებურებებიდან, მეც დღემდე ვერ გამიგია, "ერთი" არის თუ იყლაპება. ამიტომ იყო, რომ თქვენ გკითხეთ, როგორც მომხმარებელს, რომელიც ასევე არედაქტირებდა ამ სტატიებს (სანამ მე აქ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ვიყავი). ამასთან, მე, როგორც ერთ-ერთი აქტიური რედაქტორი, დაინტერესებული ვარ საკითხისადმი სერიოზული მიდგომით და ამიტომ წამოვჭერი სწორად გადმოტანის საკითხი. სადმე პირადად დავეტაკე თქვენს საქმიანობას? შეგეძლოთ, მშვიდად გეპასუხათ ამ ყოველივეზე - "არა, სინამდვილეში მართლა ერთია" და ა.შ.? მაინტერესებს, ერთი, რა ვთქვი ისეთი, რომ აუცილებელი იყო ასე აფეთქება, ძახილების ნიშნები და ა.შ? ყველა ხომ საერთო საჭირო საქმეს აკეთებს რაღაცის დასახვეწად? ინგლისურის გაკვეთილებსაც არავინ გიტარებთ - მე მოვიყვანე One-ის გამოყენების მაგალითები. --Abandoner განხილვაწვლილი 17:12, 28 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო გასაგებია თქვენი პოზიცია და რასაკვირველია მე პატივს ვცემ თქვენს ნაშრომებს და წვრილს. თქვენ მე არასწორად გამიგეთ ეს დიდათ ნათქვამია 'აფეთქება'. მე თქვენ საქმიანობასთან ან თქვენთან უშუალოდ არ მაქვს პრობლემა. მე ზოგადათ გამოვთქვი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. ზემოდ ხსენებული შენიშვნები საკმაოდ ადეკვატურია და კომპეტენტური და საერთოდ არ არის აფეთქება. რაც შეეხება Rogue One'ს ეგ ძალზედ არასწორი მიდგომაა ავიღოთ და გადავთარგმნოთ დაწერილიდან, მოსმენილიდან ან საერთოდ ღაერიდან. სწორედ მასეთი მიდგომით მოქმედებენ ჩვენი კინოთეატრის თარჯიმნები შედეგიც სახეზეა. აქ საჭიროა რეჟისორის ჩანაფიქრის ცოდნა და ზუსტი ინფორმაცია შესაბამის ფილმებზე რომ მოხდეს სწორი თარგმანის მიღება და არა უბრალოდ ბრმად გადაბეჭდვა და გადათარგმნა რობოტივით. ამ ფილმის სახელწოდების გადათარგმნილი ჩემი ვერსია ვერსია ზუსთად ასახავს იმ აზრს რაც დევს ორიგინალში 'Rogue One: A Star Wars Story' განდევნილი ერთი (1): ვარსკვლავური ომების ისტორია (ამბავი) რომ არ იცოდე შემქნელების ჩანაფიქრი ამ კონკრეტულ მომენტში ძალზედ მარტივია მიხვედრა თუ რა არის ეგ 'One' რადგან ეგ მიღებული წესია სამხედროებში და უშუალოდ საღაერო ძალებში 'კოდური სახელები' მაგ: არჭივი 1, ბრავო 2, ბორჯღალო 7 და ა.შ. ზოგადათ ენას რაც შეეხება ინგლისური ენა საკმაოდ გავრცელებულია და მრავალფეროვანია არასწორია მაგის თქმა რომ ინგლისურად 'One' ერთს ნიშნავს ან სხვა რამეს აქ ეგრევე იბადება კითხვა რომელ ინგლისურს გულისხმობ ინგლისელების, ამერიკელების, ავსტრალიელების თუ კანადელების ან კიდევ სხვა რადგან ყველა მადგანს აქვთ უამრავი განსხვავება გრამატიკაში და სიტყვების მნიშვნელობაში. მე მაინც ბევრისგან განსხვავებით იმედი მაქვს რომ მოვა ის დროც როცა საქართველოში გაიხსნება ბევრი კინოსტუდიის ოფისი რომლების გამოსცემენ ოფიციალურად, ხარისხიანად გახმოვანებულ კონტენტს და იქნება დაცული საავტორო უფლებები. --დიმიტრი 18:08, 28 მაისი 2017 (UTC)

@Dimitri Dzebisashvili: სწორედ ეგ დეტალები მაინტერესებდა თავიდანვე. სტატიას საჭირო სახელწოდებაზე გადავიტან, რათა გახდეს „განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი“ --Abandoner განხილვაწვლილი 18:13, 28 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

P.S. ვიკიპედია არ წარმოადგენს ოფიციალურ გვერდს ამა თუ იმ პროდუქტის ან კონტენტის და მასე თვითნებურად გადარქმევა ფილმების დასახელებების მემგონი საზიანოა მა გვერდისთვის. აქ უნდა აისახოს ის ვერსია რაც ვერსია რომელიც ასე თუ ისე ოფიციალურია და ეგ ვერსია არის: "ვარსკვლავური ომები: განდევნილი" ის ცუდია თუ კარგია მაგას მომხმარებელი თვითო განსჯის. ჩვენი მიზანია მივიტანოთ მაქსიმალურად ოფიციალური ინფორმაცია მომხმარებლამდე და არა ის რაც ჩვენ გვინდა და მივიჩნევთ რომ სწორია. მასე რომ იყოს რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია შეცვლიდა საქართველოს რუქას თუნდაც ვიკის რუსულ ვერსიაში. --დიმიტრი 18:36, 28 მაისი 2017 (UTC)

@Dimitri Dzebisashvili: თვითნებურად გადარქმევაში რას გულისხმობთ? რამე არასწორია სახელწოდებაში „განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი“? ფილმს ჰქვია Rogue One: A Star Wars Story და არა Star Wars: Rogue One. ამ ფილმების სერიის ყველა ძირითადი ფილმის სახელწოდება იწყება Star Wars-ით, მაგრამ ამ შემთხვევაში ოფიციალურად გამოვიდა სახელით, რომელსაც ხსნის Rogue One. გარდა ამისა, Story (ამბავი) სახელწოდების ნაწილს წარმოადგენს და რატომ გსურთ მისი გაქრობა? --Abandoner განხილვაწვლილი 18:39, 28 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner კი ეს დასახელება რათქმაუნდა სწორია და მეც ვეთანხმები და ზუსტად ვიცი ეს მაგრამ მე ვიმსჯელე ვფიქრობ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა უფრო სწორი იქნება აქ აისახოს ამ მომენტისათვის უფრო ოფიციალური ვერსია რომელიც არსებობს შექმნილი კინოთეატრის სტუდიის მიერ როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან ეგ იქნება სწორი ამ ენციკლოპედიისთვის ამ მომენტში და მერე თუ ოდესღაც შეიქმნება უფრო ხარისხიანი ქართული ვერსია ამ ფილმის და ის რათქმაუნდა დასახელდება "განდევნილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი" ან და უბრალოდ "განდევნილი ერთი" როგორც აშშ'ში მაშინ ეს სტატია შესაბამისად გადაქეთდება. --დიმიტრი 18:50, 28 მაისი 2017 (UTC)

@Dimitri Dzebisashvili: გასაგებია, პოზიცია დაფიქსირებულია. --Abandoner განხილვაწვლილი 18:56, 28 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]