განხილვა:ერიხ მარია რემარკი
ქსე–ში წერია რომ რემარკის რომანია "სამი ამხანაგი". Kamerad – ამხანაგია გერმანულად. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ: არსებობს ამ წიგნის ქართული თარგმანი ერთადერთი გამოცემის სახით: "სამი მეგობარი" არის სათაური. როგორც ჩანს გერმანულში სიტყვა "ამხანაგს" კომუნისტური ქვეტექსტები არ აქვს და მთარგმნელმა ჩათვალა (სახელს და გვარს დავაზუსტებ და გამოცემის წელს, წიგნი ვერ ვიპოვე:( ), რომ ასე თარგმნით სათაურს დაამახინჯებდა... ერთი რამ ფაქტია ეს რომანი ბოლო უკანასკნელი 30–40 წლის მანძილზე ძალიან ბევრმა ქართველმა წაიკითხა და შეიძლება ითქვას ეს სათაური მყარად არის გაქვავებული ადამიანთა ცნობიერებაში, ისევე როგორც "თამაში ჭვავის ყანაში" ჰქვია სელინჯერის Catcher in the rye-ს... მოკლედ, თუ გსურთ არჩევნები მოვაწყოთ, მაგრამ ფაქტია რომ ამ წიგნს საქართველოში აქვს თავისი ისტორია ამ სათაურით: "სამი მეგობარი" (დეტალებს დავადგენ, გამოცემის თარიღს და მთარგმნელს) --linguistus 17:59, 4 ოქტომბერი 2006 (UTC)
კარგს იზამ... უბრალოდ ეტყობა პოსტ საბჭოთა ზონაში სიტყვა მხანაგს და კამრადს ძალიან კომუნისტური დატვირთვა მიეცა...--ტრულალა (გ) 18:16, 4 ოქტომბერი 2006 (UTC)
გავიგე, რომ 60-იან წლებში არის გამოცემული, როგორც "სამი მეგობარი".Zangala 19:25, 4 ოქტომბერი 2006 (UTC)