განხილვა:ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული) — იგივე პიროვნების სტატიაა და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. გიო ოქრო 13:56, 20 სექტემბერი 2018 (UTC)

გეთანხმები გიო. ბაგრატ II (აფხაზთა მეფე), აფხაზეთში იყო რიგითობით II (შემდგომში საქართველოს მეფე, ბაგრატ III), აი ეს სტატია კი ნამდვილად აფხაზთა მეფისწული ბაგრატია, რომელიც ნამდვილად იყო კონსტანტინეს ძე, მაგრამ მეფე არ ყოფილა. იგი მამამისის თანამმართველი იყო და მამის გარდაცვალების შემდეგ თავისი ძმა გიორგი აუჯანყდა, ტიტულისთვის ბრძოლაში კი ბაგრატი დამარცხდა და მეფე საბოლოოდ გიორგი II გახდა. აქ, აფხაზთა მეფეები დასაკორექტირებელია. მხოლოდ თანამმართველი იყო ეს ბაგრატი და მაშასადამე სწორია ეპითეტი აფხაზთა მეფისწული. მამამისის გრაფაში (აფხაზეთის სამეფო) უნდა ჩაიწეროს როგორც თანამმართველი (რადგან განვმეორდები, მეფე არ ყოფილა).Lasha-george განხილვაწვლილი 15:30, 12 აპრილი 2019 (UTC)
@Lasha-george: ენციკლოპედია „საქართველოშიც“ ტ. 1, გვ. 315 იგივე წერია, რომ ბაგრატ II მეფე იყო. ალბათ მცირე ხნით. წყაროდ მოყვანილია ქართლის ცხოვრება და სუმბატ დავითის ძის თხზულება. გიო ოქრო 23:01, 13 თებერვალი 2020 (UTC)
რომელ წლებში მეფობდა ეგ ბაგრატი გიო? აფხაზთა სამეფოს და აფხაზთა მეფეთა დივანში ბაგრატ II (აფხაზთა მეფე)=ბაგრატ III-ეს.--Lasha-george განხილვაწვლილი 06:48, 14 თებერვალი 2020 (UTC)
წლები არ წერია. როგორც ჩანს კონსტანტინეს შემდეგ გიორგის გამოფებამდე (ანუ აჯანყების დროს) ბაგრატი ითვლებოდა ნომინალურ მეფედ. გიო ოქრო 11:47, 15 თებერვალი 2020 (UTC)
ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული) უფროა. იხილე ამავე გვერდზე აფხაზ მეფეთა გენეალოგია. ბაგრატი მეფობის პრეტენდენტად ითვლება. ჩემი აზრით ჯობია მხოლოდ აფხაზთა მეფისწულის, ბაგრატის სტატია დავტოვოთ, ხოლო ბაგრატ II (აფხაზთა მეფე) წავშალოთ, რადგან არსებობს მიზეზი, რომ ეს ორი პიროვნება სინამდვილეში ერთიდაიგივეა. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია, აფხაზთა მეფეთა რითობის გათვალისწინებით. Lasha-george განხილვაწვლილი 15:44, 15 თებერვალი 2020 (UTC)
ბაგრატ III (საქართველოს მეფე)-ზე გადავამისამართე Georgiano განხილვაწვლილი 13:41, 16 თებერვალი 2020 (UTC)
ძალიან კარგი Georgiano, და თვითონ ბაგრატ (აფხაზთა მეფის) ყოფილი ტექსტი ავტომატურად გაუქმდა ხო?--Lasha-george განხილვაწვლილი 14:51, 16 თებერვალი 2020 (UTC)