განხილვა:აღაიანის თემი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად სწორი იქნება ასეთი სახით თემებზე სტატიები შეიქმნას? — GIO→13 () 11:24, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მომხრე ვარ. რაც უფრო მეტი ამომწურავი ინფორმაცია იქნება ვიკიში მით უფრო კარგი. ჩემი აზრით, ასეთი სტატიები ვიკიში ზედმეტი არ იქნება--Otogi განხილვაწვლილი 11:28, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, მაგრამ ყურადღება გავამახვილოთ სიტყვა მდებარეობს-ზე, თემი ხომ ტერიტორიულო ორგანოა და ასე შეიძლება ეწეროს: მდებარეობს, ზღვისდონიდან, დაშორებულია... ? — GIO→13 () 11:50, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მდებარეობა უნდა იყოს, მაგრამ ზღვის დონე ნაკლებად ალბათ, რამეთუ თემი აერთიანებს სოფლებს, ხოლო მისი ნიშნული ზუსტად ვერ განისაზღვრება. მაგ., ერთი სოფელი ზ.დ. 200 მ, მეორე, 150 მ, მესამე 430 მ, და ა.შ. იგი ითქმის კმ- დაკავშირებით--Otogi განხილვაწვლილი 11:55, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვემხრობი ასეთი სტატიების არსებობას. ზღვის დონედ შეიძლება მივუთითოთ თვითონ თემის ცენტრის, მაგალითად ამ შემთვევაში აღაიანის სიმაღლე, ოღონდ სტატიაში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თემის ცენტრის სიმაღლეა. — მიხეილ (მომწერე) 12:04, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მდებარეობაზეც მგონი იგივე პრობლემაა, მაგალითად, იგოეთი მდებარეობს მდინარე ლეხურის ნაპირებზე და შედის ოკმის თემში, ოკამს კი არანაირი შეხება არ აქვს მდინარე ლეხურასთან. :-? — GIO→13 () 12:07, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხოდა მაშინ ეგ მდინარის ნაპირები (მარცხენა თუ მარჯვენა) მოვაშოროთ და ჩაvანაცვლოთ აუზი ? <მდებრეობს (...) მდინარის უზში--Otogi განხილვაწვლილი 12:11, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

და ახლა მგონი ვიპოვნე გამოსავალი, აბა ნახეთ სტატია? ჯობია მგონი. — GIO→13 () 12:13, 6 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სხვაგანაც დავწერე და აქაც დავწერ: ასეთი სტატიები საშინელი შეცდომებია! ადმინისტრაციული ორგანოა ეს და ჩვენ ვამბობთ, რომ მასში ცხოვრობს ამდენი ადამიანი... ან კიდევ, მისი ფართობია ესა და ეს... შეიძლება, თბილისის საკრებულოს ჰყავდეს მოსახლეობა ან ფართობი ჰქონდეს? მოკლედ, არაა სწორი და მიაქციეთ ამას ყურადღება. — დავით პასუხი 10:56, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აბა ახლა გადახედეთ სტატიას, ასეთი ფორმით მისაღები უნდა იყოს. — GIO→13 () 12:01, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
და რა შეიცვალა, ვერ გავიგე :)). უბრალოდ სხვა სიტყვებით წერია: თემის საერთო მოსახლეობაა 3710 ადამიანი... არაა ეს სწორი. — დავით პასუხი 12:03, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები დავით, როცა აქ, 228 გვ-ზე წერია „აღაიანის თემის საკრებულო - მუდმივი მოსახლეობა - ორივე სქესი - 3710, კაცი - 1774, ქალი - 1936“.GIO→13 () 12:16, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]