განხილვა:არტ-ნუვო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართულად მართებულია მოდერნი. არსებობს ფოტო-გამოფენის კატალოგი:"მოდერნი თბილისში" გამომცემლობა "ნიუ მედია თბილისი", 2001წ. ISBN-99928-803-0-9.Zangala 22:26, 13 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

არტ-ნუვო იყო მოდერნის წინამორბედი და ეს ზედმიწევნით ერთიდაიგივე ტერმინები არაა. გარდა ამისა, არც მოდერნი და არც არტ-ნუვო ქართული ტერმინები არაა; მეორე: არტ-ნუვო პარიზიდან წამოვიდა და არა ინგლისიდან ან სხვა რომელიმე ინგლისურენოვანი ქვეყნიდან, ამიტომაც ინგლისურადაც მას ჰქვია en:Art Nouveau. Alsandro 15:06, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეკითხვა მაქვს - ვებ.გვერდი რაც გაუკეთე სტატიას - ის ეკუთვნის თუ არა ამ სტატიას?Zangala 15:12, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაზეა შესანიშნავი ფოტოებით. ამ სტატიის დასრულება მინდა რომ ცოტა ხნით მთავარ გვერდზე მოვათავსოთ, რას იტყვი? Alsandro 15:20, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ხოდა კატალოგზე რომელზეც გელაპარაკები სახლში მიდევს (ბერლინსა და ვენაში იყო მაგ სურათების გამოფენა) და სურათები რომელიც ამ ვებ.გვერდზეა ამ კატალოგიდან არის, ხოლო ნესტან თათარაშვილს (ვებ.გვერდზეა ხსენებული) პირადად ვიცნობ. სხვა რა უნდა გითხრა, რომ დამიჯერო, რომ ქართულად მოდერნი არის.Zangala 15:24, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

შეადარე სტატიები გერმანულად: de:Moderne და de:Jugendstil. მოდერნი გაცილებით უფრო ვრცელი, მეტის მომცველი ტერმინია და უფრო სწორხაზოვან სტილს ასახავს ვიდრე არტ-ნუვო, რომელიც უფრო მდიდარია ჩუქურთმით. ქართველებმა ერთი რაღაც დაბეჭდეს ამაზე და ისიც შეცდომით... თავად ამ ვებ-გვერდზე ყველგან მითითებულია არტ-ნუვო, და არსად არის ნახსენები თუ რა ფორმით იყო ცნობილი ეს მიმდინარეობა საქართველოში. Alsandro 15:39, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ru:Современное искусство - აქ ნახე - მე კი არ ვიცი როგორ დაგაჯერო.Zangala 16:34, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

რუსები უძახიან მოდერნს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენც ასე ვუწოდოთ. არტ-ნუვო იყო კომერციულ საგნებში და არქიტექტურაში გამოხატული მოდერნის ნაირსახეობა. სტატიაში დავამატებ, რომ ზოგიერთი წყაროებით ასევე "მოდერნი" ჰქვია. Alsandro 17:25, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

ხანდახან შეკითხვა მაქვს რატომ ინგლისური და არა რუსული? როდესაც სპეციალისტები საქართველოში მოდერნის უწოდებენ. ტექსტში რაც შევასწორე იმასაც ასე უწოდებენ ქართულად.Zangala 18:05, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა არასწორია. ინგლისურ და რუსულს შორის არ არის დავა, არამედ წარმოშობის მიხედვით სახელის ლიგიტიმურობაზე. ამ შემთხვევაში მიმდინარეობა პარიზიდან წამოვიდა (სტატიაში ნახსენებია როგორ) და სხვა ენებში ფრანგულიდან ნასესხები ტერმინია გამოყენებული (თუ ამ ქვეყანაში თავად მსგავსი მიმდინარეობა პარალერულად არ ვითარდებოდა). საქართველოში არტ-ნუვო მიჩქმალული იყო, როგორც ბურჟუაზიული და ვულგარული და მასზე დიდად თავი არავის შეუწუხებია 90-იან წლებამდე. ვფიქრობ სტატია "მოდერნი" ცალკე უნდა დაიწეროს. Alsandro 20:51, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

[1], თუ სტატიაში წერ რომ სხვადასხვა ენებზე რას უწოდებენ, ქართულად მას მოდერნი ჰქვია.Zangala 21:05, 14 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]


შეკითხვა მაქვს:საქართველოში ამ სტილს მოდერნსაც უწოდებდნენ - ამჟამად აღარ უწოდებენ?

კარგი იქნება თუ მიხვდებიან, რომ მოდერნი არაა. თავდაპირველად მოდერნი უწოდეს, იმიტომ რომ ტრადიციულისგან პოლარულად განსხვავებული, ახალი სტილი იყო, და კიდევ, როცა ეს სტილი თბილისში (და რუსეთშიც) შემოვიდა დასავლეთ ევროპაში უკვე მოდერნიზმი შემოვიდა და ამგვარად მოდერნი დაარქვეს. მოდერნი რადიკალურად მინიმალისტური სტილია, ყველანაირი ჩუქურთმის გარეშე, არტ-ნუვო კი პირიქით. არტ-ნუვომ მხოლოდ ორი ათეული წელი იარსება. ეს თემა საქართველოში საკმარისად შესწავლილი არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ წყაროებში ზოგან მას მოდერნი დაარქვეს სრულიად მიმდინარეობას სახელს ვერ შევუცვლი. Alsandro 13:42, 23 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

რა ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებ ასეთ დასკვნებს ალსანდრო? თუ ასეა გერმანიაში ამ სტილს "იუგენსტილ" ჰქვია, გერმანიიდან რომ შემოსულიყო საქართველოში ეს სტილი გარწმუნებ "იუგენსტილი" ერქმეოდა. 347853457398 წიგნის მოტანა შემიძლია სადაც ნახსენებია მხოლოდ მოდერნი და არანაირი "არტ–ნუვო" (შენი არგუმენტები აბსოლუტურად უმართებულო და უსაფუძვლოა, თუ არგუმენტების მოტანის დროს უფრო მყარ არგუმენტებს მოიშველიებ კარგი იქნება). საქართველოში კი ამ სტილს მოდერნი ჰქვია! და თუ მაინცდამაინც არტ–ნუვოს დაწერა გსურს, მისი სახელი ქართულად არ–ნუვო იქნება (ფრანგული სახელების თარგმნისას ტრადიცია ასეთია, როგორც იკითხება ფრანგულად ისე იწერება ქართულში).

ისე კიდევ ხელახლა გადავიკითხე თქვენი ეს მიწერ–მოწერა და რატომღაც მეჩვენება, რომ ალსანდრო საკუთარ თავზე ტრადიციის შეცვლას იღებს. რაღა მაინცდამაინც არ–ნუვოდან დაიწყე რუსული კულტურის გავლენის აღმოფხვრა ქართულ ენაში, ჰა?:) თბილისში დღესაც გამოდის წიგნები, რომლებსაც სპეციალისტები წერენ და რომლებშიც ამ სტილის სახელწოდება მოდერნი–ა! უსაფუძვლოა შენი არგუმენტები. რაც შეეხება განსხვავებას მოდერნსა და არ–ნუვოს შორის – არანაირი განსხვავება არ არსებობს შინაარსის თვალსაზრისით, ორივე ერთი და იმავე რამეზე მიუთითებს, აშშ–ში და საფრანგეთში მას არ–ნუვო ჰქვია, ინგლისურენოვან და რუსულენოვან ქვეყნებში "მოდერნი", გერმანულენოვან ქვეყნებში კი "იუგენდსტილი"... ქართულად ეს სტატია მოდერნი უნდა იყოს. გსმენია ალბათ პოსტმოდერნიზმი? ეს როგორღა იქნება, ჰა?:) რატომღაც მგონია რომ კულტუროლოგიაში სპეციალისტი არც შენ ხარ, არც ცანგალა და არც მე, ჰოდა მოდი დავუჯეროთ სპეციალისტებს. ქართულ ენაზე სპეციალისტები თვლიან რომ "მოდერნია", დანარჩენი შენ იცი (ჩემთვის მაგალითად სულ ერთია შენ როგორ ეძახი, ან ეს სტატია ვიკი–ში როგორ იქნება, მე უბრალოდ უსაფუძვლო არგუმენტების აპლომბმა უფრო შემაშფოთა).--213.157.193.141 15:46, 24 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

რუსული კულტურა რა შუაშია ვერ მივხვდი. სტატია მოდერნიზმი უკვე არსებობს. ჩემი სტატია კერძოდ არტ-ნუვო-ს ეხება (ეს ტერმინი საერთაშორისოა და მხოლოდ ფრანგულად როგორ იკითხება აქ იმდენად მნიშვნელოვანი არაა). ისიც მითითებულია, რომ ქართულად მოდერნს უწოდებდნენ. თუ ასე ღელავთ ამ თემაზე დაწერეთ სტატია მოდერნი, თქვენს ხელთ არ არის? Alsandro 16:55, 24 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]
ქართულად არტ-ნუვო თუ არ ნუვო (დეფისის გარეშე)?


IPA([aʁ nu vo], anglicised /ˈɑːt nuːvəu/) (French for 'new art') - ამოვწერე ინგლ. ვიკიპედიის სტატიიდან en:Art Nouveau - აქედან გამომდინარე ხომ არ აჯობებს სტატია არტ-ნუვოს გადამისამართება არ-ნუვოზე (მართებულ გამოთქმაზე). დასადგენია ქართულად დეფისით იწერება თუ დეფისით გარეშე, რადგან ქსე-ში წერია დეფისის გარეშე (ქსე ტ.1 გვ. 583). --ცანგალა () 18:22, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

აღარ არის უკვე მხოლოდ ფრანგული, აღარ :)) ამ ტერმინში სიტყვას "არტ" ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ფრანგულად როგორ გამოითქმის მეორეხარისხოვანია (ეს ზემოთაც ხომ აღვნიშნე). არტ-დეკოც "არ-დეკო"-დ გამოითქმის (ფრანგულად) მაგრამ აქაც იგივე პრინციპია. ზემოთ "კამათს" რომ მოვკარი თვალი უკვე ნერვები მომეშალა და ვწუხვარ რომ საერთოდ წამოვიწყე ამ სტატიის წერა. (:) - ალ-ო / 19:04, 14 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]