განხილვა:აპოფთეგმები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ მრავლობითში? რამდენადაც მახსოვს, ასეთ დროს მხოლობითში გვაქვს სტატიები. იმას განხილვაც არ უნდა, რომ უნდა შეერწყას ეს ორი სტატია.--Saliner 14:47, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურად ქსე აქვს მითითებული, ვფიქრობ იქ როგორც წერია ისე უნდა ეწეროს სათაური. შერწყმას რაც შეხება მეც მომხრე ვარ, ის სტატია ამას უნდა დაემატოს წესების თანახმად და შემდეგ წვლილი გაერთიანდეს. --ჯაბა 1977 18:17, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე ზოგადი შეთანხმება მახსოვდა თითქოს სტატიის სათაურის რიცხვზე, შეიძლება არასწორად. ჰო, შერწყმა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ერთ საკითხს ეხება ორივე.--Saliner 18:27, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ზოგადი შეთანხმება არ მახსოვს ვინ სად შეთანხმდა, მაგრამ არსებობს ეს გვერდი და ამის მიხედვით დასაშვებია. --ჯაბა 1977 18:31, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

აი, ზუსტად მაგ გვერდის მიხედვით არაა მისაღები: სტატიების დასახელება უნდა იყოს მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაში. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც:

ამ გამონაკლისებისგან ჩვენი შემთხვევა რომელს ეკუთვნის?--Saliner 18:42, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

თუ ქსე-ში წერია ასე ეკუთვნის პირველს: ცნება იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში. --ჯაბა 1977 18:50, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

და ამასაც საქმე ეხება ერთმანეთთან დაკავშირებულ ცნებებს, როგორც ერთ მთლიანს --ჯაბა 1977 18:50, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვერასდროს იტყვი, რომ ანდი ან ალპი ნახე, ანუ ერთი ცალი. მაგრამ თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ ერთი აპოფთეგმა წაიკითხე, ანუ მხოლობითში. ეს იგულისხმება სწორედ ცნება იხმარება მხოლოდ მრავლობით რიცხვში-ში. და არც ერთ მთლიან ცნებას ეხება, როგორ საზოგადოებრივი მეცნიერებები, რომელიც მხოლობით რიცხვში სხვა რამეა და მრავლობით რიცხვში ახალი ცნება ხდება. ეს შემთხვევა არცერთ გამონაკლისს ექვემდებარება. ორიგინალშიც მხოლობითშია. ქსე ყოველთვის მართალი არ არის და ზოგჯერ ჩვენივე წესებს ეწინააღმდეგება.--Saliner 19:07, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ფილოსოფიის ხასიათზე არ ვარ ნამდვილად. მე რა მაკვირვებს იცი? ქსე რომ არაა ყოველთვის მართალი და ადამიანებს რომ ჰგონიათ მართლები არიან სულ. მე აქაც ჩემი გითხარი და მოვრჩი. --ჯაბა 1977 19:13, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

თქმა რად უნდა, არ არსებობს არაფერი და არავინ შეუცდომელი. სხვის გამოხმაურებას კი არც ველი, სამწუხაროდ. დიდი ხანია შერწყმის თარგი სტატიაშია ჩასმული და არ მოგვარებულა ჯერ კიდევ. განხილვაც მაგიტომ წამოვიწყე, რომ გადაწყვეტილიყო. გადაუჭრელობას ისევ ხმაურის ატეხვა და საბოლოოდ შეთანხმება ჯობია.--Saliner 19:23, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

შეთანხმება ნამდვილად სჯობს. --ჯაბა 1977 19:29, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]