განხილვა:ამსტერდამ-ნორდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობა, ნიდერლანდურად სიტყვა თუ მთავრდება ასო d-ზე, ის იკითხება როგორც ,,თ". შესაბამისად სიტყვა Noord იკითხება როგორც ,,ნორთ". ამას ემატება ქართული დაბოლოება ,,ი" და გამოდის ამსტერდამ ნორთი. --Rumi 15:19, 2 სექტემბერი 2016 (UTC)

მაშინ ნიდერლანდი უნდა გადავიტანოთ ნიდერლანი-ზე რადგან Nederland-ი მთავრდება ასო d-ზე როგორც ამას თქვენ წერთ. - OTOGI Messages 15:25, 2 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი ქვეყნის შემთხვევაში როგორ ხდება, მაგრამ დიახ, სწორი ბრძანდები, ნიდერლანდურად Nederland წარმოითქმის როგორნც ,,ნედერლანთ. ასევეა ყველა.ის სიტყვა, რომელიც ბოლოვდება ასო d-ზე და აქ ,,დ არანაირ კავშირში არ არის. რაც შეეხება ui-ს თქვენი მოყვანილი მაგალითი სავარაუდოდ ძველია. ნიდერლანდურად ui გამოითქმის აუ-დ. მაგ.: Thuis - ტჰაუს. თუ ეს მაგალითები არ გაკმაყოფილებთ, შემიძლია ავტვირთო ნიდერლანდური ენის სახელმძღვანელოს ის გვერდები სადაც ეს მაგალითებია განხილული. პ.ს. მადლობა, ხელმოწერას გავასწორებ. --Rumi 23:10, 2 სექტემბერი 2016 (UTC)
რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანა იქნება თუ ქალაქი ან რაიონი ?! ეს ყოველივე ხომ ნიდერლანდურადაა... წარმოთქმა ერთია, ხოლო თუ როგორ დაიწერება მეორე. იხ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში, რომელიც შედგენილია „ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის“ მიერ და ჩვენ ვიკიპედიაში სწორედ ამ გვერდით ვსარგებლობთ. თქვენ არგუმენტებს თუ მივყვებით ყველაფერი თავიდან იქნება გადასაწერი და ამასთან ნიდერლანდიც თურმე ნიდელრნათი-ზე უნდა გადავიტანოთ. მე დავას ნამდვილად არ ვაპირებ. გმადლობთ!. - OTOGI Messages 08:19, 3 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]