განხილვა:ადგილობრივი მმართველობა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის სათაური[წყაროს რედაქტირება]

სტატიის სახელი არ არის თანხვედრაში არც საკუთარ შინაარსთან (ადგილობრივი მმართველობა — დანიშნულია ზევიდან (ჩვენში ამას ქვია „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა“], ადგილობრივი თვითმმართველობა — არჩეულია ქვევიდან), არც საერთაშორისო ცნებებთან {იხ. ru:Местное самоуправление, de:Kommunale Selbstverwaltung და ა.შ., სადაც „თვით“ პრეფიქსი მნიშვნელოვანია ცნებაში) და არც ჩვენს მოქმედ კანონმდებლობასთან. ადგილობრივი მმართველობა საქართველოში არსებობდა თვითმმართველობის რეფორმამდე (2005 წლამდე), შემდეგ იყო შერეული ორივე ფორმით და 2014 წლიდან მოქმედებს მთლიანად თვითმმართველობა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა“. აქედან გამომდინარე: ან შინაარსი და ენათშორისი ბმულები მოსაყვანია შესაბამისობაში სათაურთან, ან სათაურია შესაცვლელი.--Rastrelli F 12:49, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შენი აზრით ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს? მე ეს მგონია. გიო ოქრო 12:51, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობა. — Mikheil მიწერა 12:55, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: კი მეც მაგ აზრს ვემხრობი, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ არსებობს en:Local government, რაც სხვა არაფერია თუ არა ადგილობრივი მმართველობა. ამიტომ ვამბობ, რომელიც არ უნდა ავირჩიოთ, ადგილობრივი მმართველობასაც უნდა მოეძებნოს „ადგილი“ R. 14:09, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)